„შეიძლება წიგნმა და მუსიკამ ადამიანი გადაარჩინოს..“ – მუსიკოსი მებო ნუცუბიძე ტელეკომპანია „პირველი არხის“ გადაცემა „გორგილაძის აუტანელ სიმსუბუქეში“ ერთ-ერთ საინტერესო ისტორიას იხსენებს:
„ერთ-ერთი კონცერტის შემდეგ ჩემთან მოვიდა გოგო.. ძალიან რთული პერიოდი მქონდა ცხოვრებაშიო, ერთადერთია შენი მუსიკა, რასაც ჩემს ცხოვრებაში სიმშვიდე მოაქვსო..
მაგ დროს გეშინია.. მე მეშინია, რადგან ჩემმა მუსიკამ ვიღაცაზე დადებითად, მაგრამ ვინმეზე შეიძლება პირიქითაც იმოქმედოს.
გავაცნობიერე, რომ როდესაც რაღაცას ქმნი, ვეღარ იღებ პასუხისმგებლობას მის შედეგებზე,“– ამბობს მუსიკოსი.