LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ ვიცი რა ხდება“, „არ მაინტერესებს“, „არ მეხება” და მსგავსი ფრაზები დანაშაულია – მებო ნუცუბიძე

153
Untitled design - 2024-04-17T123524.148

„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, მომღერალი მებო ნუცუბიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„როცა ხედავ, როგორ ურტყამენ ადამიანებს და უსამართლობის გრძნობის, ბრაზისა და გინების ნაცვლად, სხვა რამეებზე იწყებ ფიქრს, მანდ კარგავ ადამიანობას და ემსგავსები ცხოველს.

„არა რუსეთს, საქართველოს გზა ევროპაშია“ – ბუდუ ზივზივაძე

პრინციპში, ცხოველებს რას ვერჩი: ემსგავსები უემპათიო უტვინო არსებას, რომელსაც აღარაფერი აქვს ადამიანური.

“არ ვიცი რა ხდება”, “არ მაინტერესებს”, “არ მეხება” და მსგავსი ფრაზები დანაშაულია.

რატომ არ იცი მერე, შე დალოცვილო, ორი თვალი და ორი ყური გაქვს, შედი ინტერნეტში, ჩართე ტელევიზორი და თუ სხვა ადამიანებს არ უჯერებ, კადრები ნახე.

ასფალტზე დაგდებული უმოძრაო ადამიანის დანახვაზე სიბრაზისგან თვალები ცრემლებით თუ არ გევსება, მუჭები ავტომატურად თუ არ გეკვრება და ყელში ბურთი არ გეჩხირება, გაჩუმდი მაინც.

სარკეში ჩაიხედე და შეგრცხვეს.

ნახე, რას დაემსგავსე.

და რისთვის?

სამსახურისთვის?

კომფორტისთვის?

ხვალ შენც დაგაგდებენ და არავინ იქნება შენი მომკითხავი.

არ ცოდნა არ ცოდვა არ არის.

ამ ამბების “არ ცოდნა” ყველაზე დიდი ცოდვა და დანაშაულია“, – წერს მუსიკოსი მებო ნუცუბიძე.

„საქართველო ევროკავშირში“ – გიორგი ჩაკვეტაძემ თავისი პოზიცია სოციალურ ქსელში დააფიქსირა

ლუკა ნაჭყებია: „ვინც ჩუმად ხართ და ხმას არ იღებთ, იცოდეთ, არ ღირს… არაფრად ღირს რამის ქონა, როცა წარსულს გახედავ და გაგახსენდება რომ სწორ მხარეს არ იდექი“

ნინო ხარატიშვილი: „ალა“ რუსულ კანონს არა – ა რ ა! ერთი წლის წინაც არა და ახლაც არა! არც მომავალ წელს არა! აღარასოდეს არა!“