LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გასაპროტესტებლად მოქალაქეები შეიკრიბნენ

148
აქცია პარლამენტთან

საქართველოს პარლამენტის წინ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გასაპროტესტებლად მოქალაქეები კვლავ შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები.

როგორც ცნობილია კანონპროექტის წინააღმდეგ დღეს სტუდენტებმა ევროპის მოედანზე „ცოცხალი ჯაჭვი“ შეკრეს.

შეგახსენებთ, რომ 14 მაისს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი პარლამენტმა მესამე მოსმენით 84 ხმით მიიღო, წინააღმდეგ ხმა 30 დეპუტატმა მისცა. აღნიშნულ კანონს საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო.

ფოტო: ინტერპრესნიუსი

პოპულარულები