„ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის ნება, გამხდარიყო NATO-ს წევრი – ჩვენ ვხედავთ შედეგებს“ – პრემიერი კითხვაზე, რატომ დაიწყო რუსეთმა ომი

150
ირაკლი ღარიბაშვილი

„ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის ნება და განზრახვა, გამხდარიყო NATO-ს წევრი. ამიტომ, ჩვენ ვხედავთ შედეგებს“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა, რითაც უპასუხა დასმულ კითხვას, რატომ დაიწყო რუსეთმა ომი.

„90-იანი წლებიდან მოყოლებული ომი და ესკალაცია გვქონდა, ჩემს პერიოდში ეს არ ყოფილა“ – ღარიბაშვილი

„ომის დაწყების მიზეზი მგონი, ყველამ იცის.. კარგად იცით დარბაზმაც – ერთ-ერთი მიზეზი იყო  NATO-ს გაფართოება, ხომ ასეა? და ბევრი სხვა მიზეზი.

არ მინდა ამაზე სპეკულირება, არც რუსეთის მთავრობის ციტირება მინდა, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის ნება და განზრახვა გამხდარიყო NATO-ს წევრი. ამიტომ, ჩვენ ვხედავთ შედეგებს“. – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„ჩვენი მთავრობა რომ ყოფილიყო 2008 წელს, ყველაფერს გავაკეთებდით, რათა ომი თავიდან აგვეცილებინა“ – ღარიბაშვილი კითხვაზე, იყო თუ არა რუსეთის აგრესია არაპროვოცირებული