LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენი მთავრობა რომ ყოფილიყო 2008 წელს, ყველაფერს გავაკეთებდით, რათა ომი თავიდან აგვეცილებინა“ – ღარიბაშვილი კითხვაზე, იყო თუ არა რუსეთის აგრესია არაპროვოცირებული

116
fot (5)

„ჩვენი მთავრობა რომ ყოფილიყო 2008 წელს, ყველაფერს გავაკეთებდით, რათა ომი თავიდან აგვეცილებინა“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა.

კითხვას, იყო თუ არა 2008 წლის ომისას რუსეთის აგრესია არაპროვოცირებული, პრემიერ-მინისტრმა ასე უპასუხა:

„არ მინდა დეტალებზე საუბარი ამ საკითხზე იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი მოსაზრება. ჩვენი მთავრობა რომ ყოფილიყო იმ დროს, ყველაფერს გავაკეთებდით, რომ თავიდან აგვეცილებინა ეს ომი. საქართველო პატარა ქვეყანაა, მხოლოდ 4 მილიონი მოსახლეობით. კარგად არის აღჭურვილი და ჯარიც კარგი ჰყავს, მაგრამ მაინც პატარაა ქვეყანა.

ამიტომ მიმაჩნია, რომ ნებისმიერი მთავრობის ინტერესებში უნდა იყოს [ომი რომ არ დაიწყოს], განსაკუთრებით მაშინ, როცა პატარა ქვეყანა ევროკავშირის და ნატოს წევრი არ არის, არ გააჩნია უსაფრთხოების გარანტიები… არ მინდა დეტალებში შევიდე, მაგრამ ეს ომი დამანგრეველი იყო”, — განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ ომს იმ დროს არ მიექცა საკმარისი ყურადღება.

„90-იანი წლებიდან მოყოლებული ომი და ესკალაცია გვქონდა, ჩემს პერიოდში ეს არ ყოფილა“ – ღარიბაშვილი

„ჩემი და ჩვენი მთავრობის არსებობა არის ერთადერთი პერიოდი, როდესაც ქვეყანაში მშვიდობა გვაქვს“ - თქვა ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე.

როგორც პრემიერ-მინისტრმა გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე აღნიშნა, 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთის მიმართ საერთაშორისო სანქციები უნდა დაწესებულიყო, თუმცა ასე არ მოხდა.

„მიმაჩნია, რომ მსოფლიო იმ დროს ვერ ფიქრობდა, რომ სერიოზული იყო ის ომი ჩვენთან, მაგრამ 6 წლის შემდეგ რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა. არავინ ფიქრობდა, რომ რუსეთი ამას გააკეთებდა. ეს ჩვენთვისაც სიურპრიზი იყო, ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში 3 ომი გვქონდა. 90-იან წლებში, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონები დავკარგეთ, შემდეგ სამოქალაქო ომი და 2008 წლის ომი. ამიტომ, მიმაჩნია, რომ მსოფლიომ სერიოზულად ვერ მიიღო ეს საკითხი, ყველაფერი ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდა. დღეს გვეკითხებიან საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე რუსეთთან, რომელიც 2012 წლიდან გვაქვს, მანამდეც გვქონდა.

წინა მთავრობა ცდილობდა ომის შემდეგ, რუსეთთან სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები აღედგინა, უვიზო რეჟიმი მიანიჭეს, სტრატეგიული, ენერგო-ობიექტები მიჰყიდეს რუსეთის სახელმწიფო საწარმოებს. ამის მიუხედავად, შედარებისთვის, ევროკავშირმა 2.3 მლრდ ევრო გადაუხადა რუსეთს 2008 წლიდან 2022 წლის პერიოდში. მაგრამ ჩვენ ახლა განსხვავებული რეალობა გვაქვს, ვხედავთ ბრუტალურ ომს უკრაინაში და ვერ ვხედავთ რამე ძალისხმევას ან ნებას, რომელიმე მხრიდან, რომ ეს ომი გაჩერდეს“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები