LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთ-ერთი სასულიერო პირის გამო ერისკაცი დაიბარეს, ბოდიში მოახდევინეს.. სია მაქვს, ვინც გამუდმებით მლანძღავს, მთათხავს, შეურაცხყოფას მაყენებს“ – რას წერს პეტრე კოლხი

942
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე

დეკანოზი პეტრე კვარაცხელია მის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟთან დაკავშირებით ამჯერად, სოციალურ ქსელში ავრცელებს პოსტს, რომელშიც წერს, რომ მისთვის მთავარი ღირებულება აზრისა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლებაა.

დეკანოზი პეტრე კოლხი: „მუდმივად მემუქრებიან ლიკვიდაციით და არ მხოლოდ მე, არამედ ჩემს ოჯახსაც“

ამავე პოსტში, დეკანოზი წერს, რომ აქვს სია იმ ადამიანების, ვინც შეურაცხყოფას აყენებს და აპირებს ეს სია ე.წ. ზნეობრივ კომისიას გადასცეს.

პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„დასჯა არა, როგორც წესი, წაკითხულის გააზრებაში ძალიან გვიჭირს… ასეც რომ იყოს, ვისთვის რა არის დასჯა… ესეც ძალიან პირობითია, თუმცა მე ვარ სასულიერო პირი და როგორც კი ჩამოვალ საქართველოში, აუცილებლად  ვაპირებ მისვლას მღვდელმთავრებთან…

ჩემთვის სხვა რამ უფრო საგანგაშოა… ჰოდა, ახლა ეს მინდა გითხრათ…

ერთ-ერთი სასულიერო პირის გამო, ვისთვისაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიუყენებიათ, ერისკაცი დაიბარეს, ბოდიში მოახდევინეს და პირობაც ჩამოართვეს, თუ იგივეს გაიმეორებს, დაისჯება უზიარებლობით…

სია მაქვს, ვინც გამუდმებით მლანძღავს, მთათხავს, შეურაცხყოფას მაყენებს და არ მიყენებს მკვდარ და ცოცხალს, ამ სიას გადავცემ ე.წ. ზნეობრივ კომისიას, იმედია გამოიჩენენ ჰუმამიზმს და მათ შუამავლობით ბოდიშსაც მომიხდიან…. ნუ, აქვე გეტყვით, რომ კომიკურია, ღმერთმა ქნას ვცდებოდე…

ჰოდა, ეს ტენდენციური, სუბიექტური და შერჩევითი მიდგომები მაგიჟებს…

აზრის, სიტყვის, გამოხატვის თავისუფლება არის ჩემთვის მთავარი ღირებულება… ჩემთვის ეს არის დასჯა, როცა ჩემს პრინციპებს საფრთხე ემუქრება…. მის გარეშე უფრო ვარ დასჯილი…

ვამთავრებ?! არა, ახლა ვიწყებ!..“, – წერს დეკანოზი.

შეგახსენებთ, საპატრიარქოს სინოდალური კომისია დეკანოზ პეტრე კვარაცხელიასთვის ყოველგვარი მღვდელმოქმედების დროებით შეჩერებას ითხოვს. ეს გადაწყვეტილება კომისიამ გუშინ, 13 თებერვლის სხდომაზე მიიღო.

სინოდალურმა კომისიამ პატრიარქს დეკანოზ პეტრე კვარაცხელიასთვის მღვდელმოქმედების შეჩერებაზე შუამდგომლობით მიმართა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები