ცნობილი უკრაინელი ჩოგბურთელი, ალექსანდრ დოლგოპოლოვი სამშობლოში ქვეყნის დასაცავად ჩავიდა. ამის ამსახველი ფოტო მან „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა. 33 წლის სპორტსმენი, რომელიც 2012 წელს მსოფლიოს ნომერ 13 ჩოგნად დასახელდა, ამბობ, რომ მზადაა ქვეყანა დაიცვას. მან უკრაინაში გამგზავრებამდე სპეციალური მომზადებაც გაიარა.
„ძალიან გამიმართლა, პროფესიონალი მსროლელი მასწავლიდა, 7 დღიანი მომზადება გავიარე“, – წერს დოლგოპოლოვი, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების დროს თურქეთში იმყოფებოდა.
Used to be rackets and strings, now this????? pic.twitter.com/hdYjMDlMuo
— Alex Dolgopolov (@TheDolgo) March 16, 2022

