რუსული კინოს ლეგენდა, წარმოშობით ქართველი მსახიობი ოლეგ ბასილაშვილი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება. ინტერვიუში, რომელიც ბასილაშვილმა NEWS.ru-ს მისცა, ის გმობს აგრესიას და უკრაინელ ხალხს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს:
„ეს ომი სამუდამო დაღს დატოვებს ჩვენს ურთიერთობებში, ძალიან მძიმედ ვარ, ძალიან განვიცდი. მინდა მოვუწოდო უკრაინელ ხალხს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, ეს ძალიან რთულია, მაგრამ მინდა, უკეთესი მომავლის მჯეროდეს“, – ამბობს მსახიობი.
ბასილაშვილი დასძენს, რომ მას უკრაინაში ბევრი მეგობარი ჰყავს და მათ ბედზე ძალიან ღელავს.