LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთ-ერთი ყველაზე გონებამახვილური ხუმრობა, რომელიც დღეს ვატიკანში ქართველებისგან მოვისმინე, იყო: ევროკავშირში არ მიგვიღეს, მაგრამ ვატიკანში მიგვიღეს“ – წულუკიანი

537
თეა წულუკიანი

ერთ-ერთი ყველაზე გონებამახვილური ხუმრობა, რომელიც დღეს აქ ქართველებისგან მოვისმინე, იყო: „ევროკავშირში არ მიგვიღეს, მაგრამ ვატიკანში მიგვიღეს“, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, მაგრამ ამ ხუმრობაში არის სიხარულიც, აღტაცებაც, ცოტა სევდაც, გულის ტკივილიც, მაგრამ ჩვენ ის ხალხი ვართ, ვინც ომშიც კი მღეროდა, არამცთუ წარუმატებლობის ჟამს და რომელიც სამართლიანად აფასებდა იმ წარმატების დოზას, რომელიც მას წილად ხვდებოდა – ამ შემთხვევაში ევროპულ პერსპექტივას ვგულისხმობ, რომელზეც 2014 წელს ან თუნდაც შარშან ვერცერთი ქართველი ვერ იოცნებებდა. ეს გვაქვს, მაგრამ გვინდოდა მეტი და გხვდებიან ადამიანები, რომლებიც არიან ცოტა მოწყენილები. მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც ვაგრძელებთ მუშაობას, იმისთვის, რომ თუკი რამე არის გასაკეთებელი, გაკეთდეს, მაგრამ ის, რაც არის გასახარელი და დღეს გიხარია, დღეს უნდა გაკეთდეს. და მე ძალიან მიხარია, როდესაც აქედანაც კი თვალშისაცემია რამდენად დიდი როლი შეასრულა ამ კონცერტმა და დღევანდელმა დილამ წმინდა პეტრეს ტაძარში ქართული საზოგადოების გაერთიანებაში. ჩვენ გავერთიანდით აღტაცებაში, სიამაყეში, იმაში, რომ ჩვენ ვართ ერი, რომელსაც შეუძლია ასეთი რამ შექმნას“, – განაცხადა წულუკიანმა.

26 ივნისს, სიქსტის კაპელაში წმინდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის კონცერტი​ გაიმართა, 29 ივნისს კი წმინდა პეტრეს ტაძარში, „შენ ხარ ვენახი“ და პატრიარქის „ავე მარია“ შესრულდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g