50 წლის პიტერ დინკლეიჯმა და მისმა 44 წლის მეუღლემ, ერიკა შმიდტმა კომპანია New Group-ისგან თეატრალური ჯილდო მიიღეს. წყვილი ერთად ნიუ-იორკში, გალა-კონცერტზე გამოჩნდა. ისინი კამერების წინაშე ხელჩაკიდებულები პოზირებდნენ.
„სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლვი, როგორც ყოველთვის ელეგანტურად გამოიყურებოდა, მსახიობს შავი შარვალი და შავი, ტყავის ქურთუკი ეცვა. მისმა მეუღლემ კი არჩევანი თეთს კაბაზე შეაჩერა.
აღსანიშნავია, რომ წყვილი ჰოლივუდში, ერთ-ერთ ყველაზე მყარ წყვილად ითვლება. შეგახსენებთ, მსახიობები 2005 წელს დაქორწინდნენ, ისინი ორ შვილს ზრდიან.
პიტერ დინკლეიჯი ოჯახთან ერთად პაპარაცებმა დააფიქსირეს
ორშაბათს, ნიუ-იორკის ქუჩებში „სამეფო კარის თამაშების“ ერთ-ერთი მთავარი გმირი, პიტერ დინკლეიჯი პაპარაცების ობიექტივში მოხვდა.