LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთ გოგონას ვუნდოდი ნათლიად, მომიბრუნდა უკვე ნათლობაზე და მითხრა, ჩემს ქმარს არ უნდა, რომ მონათლო იმიტომ, რომ ბავშვს უნდა ჰყავდეს ბედნიერი და მდიდარი ნათლიაო“ – ნინო ლეჟავა

1442
ფორტუნა (20)

მსახიობმა ნინო ლეჟავამ გადაცემაში „თათია შარანგიას სთორი“ ბევრ თემაზე ისაუბრა გულახდილად.

მსახიობმა გაიხსენა ისტორია, როდესაც ერთ გოგონას დაეხმარა, რომ ურთიერთობები დაელაგებინა. მას უნდოდა ნინო მისი ნათლია ყოფილიყო, მაგრამ ნათლობაზე უთხრა, მისი ქმარი წინააღმდეგი იყო.

„ერთ გოგონას ხელი შევუწყვე ყველანაირად რომ ქორწინებით დაესრულებინა თავისი არეული ურთიერთობა. მას ვუნდოდი ბავშვის ნათლიად.. მომიბრუნდა უკვე ნათლობაზე და მითხრა, ჩემს ქმარს არ უნდა, რომ მონათლო, იმიტომ, რომ ბავშვს უნდა ჰყავდეს ბედნიერი და მდიდარი ნათლიაო.  გავუღიმე  და ვუთხარი, ოღონდ შენ იყავი კარგად და ამ საკითხის გამო ნუ მოგივათ კონფლიქტი – მეთქი…

ახლა მე ვზივარ და ვამბობ და მის გასაგებად ვამბობ, რომ მე ვარ უბედნიერესი და უმდიდრესი, იმიტომ რომ მე მყავს გარშემო ისეთი მეგობრები, რომლებსაც მე ჯიბეცარიელიც ვუყვარვარ და ჯიბესავსეც“. – ამბობს ნინო ლეჟავა.

 

„მესამე ფეხმძიმობის დროს იყო პერიოდი, როდესაც ერთი შოთის პური მიყიდია და დღის მანძილზე გადამინაწილებია.. ბევრს შეიძლება ვერ გაეძლო და ცუდად დაემთავრებინა, ან ფსიქიკურად შეშლილიყო“ – ნინო ლეჟავა

„ჩემი სახლი, ჩემი აღარაფერი გამაჩნია.. როცა ასეთი რამ გემართება, არ უნდა დაეცე. ეს ან იყო ჭკუის სასწავლებელი, ან კარმული ვალი, რომელიც უნდა გადამელახა“ – ნინო ლეჟავა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები