LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთ მხარეს არის “ოცნება”, როგორც პასუხისმგებლობით სავსე ძალა, ხოლო მეორე მხარეს არის კრიმინალ სააკაშვილთან გაერთიანებული ოპოზიცია: ღუდუშაური უშედეგო მოლაპარაკებებზე

41
ალუდა ღუდუშაური

“ქართული ოცნება” პასუხისმგებლობით უდგება საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებს, ჩვენი დღის წესრიგი აგებულია ქვეყნის ინტერესების საფუძველზე, ხოლო ოპონენტების ინტერესი ნაკარნახევია პირადად მიხეილ სააკაშვილის და “ნაციონალური მოძრაობის” მიერ.” – საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მედიატორის ჩართულობით გამართულ მოლაპარაკებებს აფასებს და ამბობს, რომ “ერთ მხარეს არის “ქართული ოცნება”, როგორც პასუხისმგებლობით სავსე ძალა, ხოლო მეორე მხარეს არის კრიმინალ სააკაშვილთან გაერთიანებული ოპოზიცია”.

სამწუხაროდ, ჩვენს მიერ მომზადებული დოკუმენტი არც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ არ მიიღო: დანიელსონი

ღუდუშაური ამბობს, რომ მხარეებმა ძალიან მკაფიოდ მოისმინეს “ქართული ოცნების” პოზიცია, ყველა იმ საკითხზე, რომელიც წამოჭრილი იყო მოლაპარაკებებზე მედიატორების მხრიდან:

“პრაქტიკულად მოვისმინეთ ძალიან მკაფიოდ”ქართული ოცნების” პოზიცია, ყველა იმ საკითხზე, რომელიც წამოჭრილი იყო იმ მოლაპარაკებებზე ჩვენი მედიატორების მხრიდან, გვქონდა ამომწურავი, საქმიანი და კომპრომისული შემხვედრი ნაბიჯები, რასაც ვერ ვიტყვით ჩვენს ოპონენტებზე. ჩვენ მოვისმინეთ ჩვენი ოპონენტების განცხადებები.

მე მინდა საზოგადოებას ვუთხრა, ერთ მხარეს არის “ქართული ოცნება”, როგორც პასუხისმგებლობით სავსე ძალა, ხოლო მეორე მხარეს არის კრიმინალ სააკაშვილთან გაერთიანებული ოპოზიცია.

“ქართული ოცნება” პასუხისმგებლობით უდგება საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებს, ჩვენი დღის წესრიგი აგებულია ქვეყნის ინტერესების საფუძველზე, ხოლო ოპონენტების ინტერესი ნაკარნახევია პირადად მიხეილ სააკაშვილის და “ნაციონალური მოძრაობის” მიერ.” – თქვა ღუდუშაურმა.

გუშინ ევროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგნელემა გაასაჯაროვა დოკუმენტი, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა.

თუმცა, დიპლომატის განცხადებით, მომზადებული დოკუმენტი არც ერთმა პოლიტკურმა პარტიამ არ მიიღო.

magti 5g