LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთ მხარეს არის საზოგადოება, ოპოზიცია, პრეზიდენტი, არასამთავრობო ორგანიზაციები, მეორე მხარეს კი „ქართული ოცნება“ – ოპოზიციამ „გამჭვირვალობის“ კანონის მოქმედების შეჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

154
ოპოზიცია

საპარლამენტო ოპოზიციამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოქმედების შეჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.

სასამართლოში სარჩელის შეტანამდე, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა ჟურნალისტებთან კომენტარები გააკეთეს და სარჩელის მიზნობრიობასა და მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრეს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ათამარ კორძაიას განცხადებით, არჩევნებამდე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უნდა შეჩერდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შეიძლება „ამ ქვეყანას შეუქცევადი ზიანი მიადგეს“.

„საპარლამენტო ოპოზიცია ერთიანია სამოქალაქო საზოგადოებასთან, მედიასთან, პრეზიდენტთან და საქართველოს თითოეულ მოქალაქესთან ერთად.

ჩვენ ვთვლით, რომ „რუსული კანონი“ საქართველოს კონსტიტუციას არღვევს, საქართველოს დემოკრატიას ძირს უთხრის და ვთვლით, რომ ჩვენი კონსტიტუციური ვალდებულებაა ამაზე საკონსტიტუციო სასამართლოში ვიდავოთ.

ასევე ნახეთ

როგორც მანვე თქვა, აღნიშნული კანონი არაკონსტიტუციურია და კონსტიტუციის 78-ე მუხლს ეწინააღმდეგება.

საპარლამენტო ოპოზიცია ერთიანია აბსოლუტურად, 38 დეპუტატი ხელს ვაწერთ სარჩელს. ზოგიერთი მათგანი ფიზიკურად არ იყო, თუმცა ისინი უერთდებიან ამ სარჩელს. მთელი საქართველო „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ვდავობთ „რუსული კანონის“ გამო.

დარწმუნებული ვარ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო საკუთარ ვალდებულებას 78 მუხლის შესრულების კუთხით გაითვალისწინებს და დროებით ღონისძიებას ამ კანონის მოქმედების შეჩერების თაობაზე მიიღებს.

მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ მთელ კანონს ვასაჩივრებთ კონსტიტუციის 78 მუხლთან მიმართებაში, მაგრამ პირველი ეტაპი არის ის, რომ ჩვენ შეჩერებას ვითხოვთ.

არჩევნებამდე ეს კანონი უნდა შეჩერდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ამ ქვეყანას შეუქცევადი ზიანი მიადგეს. სანქციების ამოქმედება 3 სექტემბრიდან იწყება, ამიტომ ვფიქრობთ, რომ იქამდე აუცილებლად უნდა ჩატარდეს სხდომა, რომელზეც შეჩერების საკითხი განხილული იქნება“, – განაცხადა კორძაიამ.

საკონსტიტუციო სასამართლომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონზე პრეზიდენტის სარჩელი წარმოებაში მიიღო

„რეჟიმი მიზანმიმართულად ძარცვავს საქართველოს და ძარცვავს არა მხოლოდ პირდაპირი გაგებით, არამედ ჩვენს ხალხს გლეჯს უმთავრეს – კონსტიტუციურ, ფუნდამენტური უფლებებს“, – ამის შესახებ კი ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა არმაზ ახვლედიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი ჩაიჩეხა და ოპოზიცია ერთიანია, რათა პროცესის განბლოკვას შეუწყოს ხელი.

„ახლა ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დადგა ქვეყანა, იმიტომ, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია დადგა არა უბრალოდ ეჭვქვეშ, არამედ ჩაიჩეხა ეს პროცესი. ჩვენ ვართ ერთიანი იმიტომ, რომ პროცესის განბლოკვას შევუწყოთ ხელი. ჩვენ ამას მოვახერხებთ ქართველი ხალხის სახელით.

ყველამ უნდა იცოდეს, რომ ახლა თუ არა, 26 ოქტომბერს, ქართველ ხალხს დაუბრუნდება საკუთარი კონსტიტუცია და ყველა ფუნდამენტური უფლება აღდგება. ამისთვის ვიბრძოლებთ უკანასკნელ წვეთამდე“, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

თინა ბოკუჩავა: „სასამართლოსთვის ეს სარჩელი [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოქმედების შეჩერების შესახებ] არის შანსი – თუ ის ამ შანსს არ გამოიყენებს, ქართველი ხალხი გამოიყენებს 26 ოქტომბრის არჩევნების შესაძლებლობას და საკუთარი ევროპული არჩევანით „რუსულ კანონს“ მაინც გააუქმებს.

„საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედებებიდან გამომდინარე, მათ შორის პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესის გათვალისწინებით, მაღალი მოლოდინი ვერ გვექნება, რომ საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოს კონსტიტუციით იხელმძღვანელებს და არ დაექვემდებარება ივანიშვილის პოლიტიკურ დაკვეთას.

იაგო ხვიჩია ზურაბიშვილის სარჩელზე: „რა შეიცვალა? საკონსტიტუციო სასამართლო „ქართული ოცნების“ არ არის? მაგან არ გამოაცხადა პრეზიდენტი კონსტიტუციის დამრღვევად? ზუსტად ასე არ შეუძლია, რომ გამოაძვრინოს „ქოცები“?

თუმცა ჩვენ ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ ოპოზიციისა და საზოგადოების სახელით შევეწინააღმდეგოთ „რუსულ კანონს“, მათ შორის, საკონსტიტუციო ბერკეტების გამოყენებით. სარჩელი შეგვაქვს იმიტომ, რომ „რუსული კანონი“ ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას, საბოტირებს ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანს და ღიად არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც ავალდებულებს ყველა სახელისუფლებო შტოს და ინსტიტუციას, მისი უფლებამოსილების ფარგლებში, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის გააკეთოს ყველაფერი.

ეს არის ცალსახა და საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ეს სარჩელი არის შანსი, დადგეს საქართველოს კონსტიტუციისა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური არჩევანის მხარეს და არა ივანიშვილის ერთპიროვნული არჩევანის მხარეს, რომლის ერთადერთი ამოცანა საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანის საბოტირების ხარჯზე, ძალაუფლების შენარჩუნებაა.

თუ საკონსტიტუციო სასამართლო ამ შანს არ გამოიყენებს, ქართველი ხალხი გამოიყენებს 26 ოქტომბრის არჩევნების შესაძლებლობას და საკუთარი ევროპული არჩევანით „რუსულ კანონს“ მაინც გააუქმებს.

ასე რომ, ეს არის შანსი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, 3 სექტემბრამდე შეაჩეროს და არ მისცეს ხელისუფლებას იმის შესაძლებლობა, რომ აამოქმედოს ეს დრაკონული „რუსული კანონი“, რომელიც ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანს საბოტირებს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ნინო წილოსანი: „ყველაფერი კეთდება, რომ გამჭვირვალობის პრინციპი გააშავონ – პიარულად მომგებიანია ის, რომ ახლა, ამ ეტაპზე, მათ საკონსტიტუციო სარჩელები შეიტანონ“

დეპუტატ ხათუნა სამნიძის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ადამიანის უფლებების გარდა, ქვეყნის კონსტიტუციასაც ეწინააღმდეგება.

„ქართულმა ოცნებამ“ არაფრად ჩააგდო არც ოპოზიციის, არც ახალგაზრდების, არც საზოგადოების უმრავლესობის ხმა და მაინც მიიღო ეს კანონი. ბუნებრივია, საპარლამენტო ოპოზიცია ვერთიანდებით და ვაპირებთ საკონსტიტუციო სასამართლოში ვიდავოთ, რადგან ეს კანონი პირველ რიგში არღვევს ადამიანის უფლებებს.

„სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდები „რუსულ კანონს“ ორჯერ შეეწინააღმდეგნენ და ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ხელისუფლებას გაეგო, რომ ამ კანონით ქვეყანა დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს დაკარგავდა, „ქართულმა ოცნებამ“ არაფრად ჩააგდო არც ოპოზიციის, არც ახალგაზრდების, არც საზოგადოების უმრავლესობის ხმა და მაინც მიიღო ეს კანონი.

„საქმე გვაქვს რადიკალებთან, ბინძური ძალა საქართველოში უცხოეთიდან ფინანსდება.. ეს ძალა ყველაფრის მკადრებელია – ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს“ – კახა კალაძე

ბუნებრივია, საპარლამენტო ოპოზიცია ვერთიანდებით და ვაპირებთ საკონსტიტუციო სასამართლოში ვიდავოთ, რადგან ეს კანონი პირველ რიგში არღვევს ადამიანის უფლებებს და ქვეყნის კონსტიტუციას, 78-ე მუხლს და ქვეყანას ფაქტობრივად ევროპისკენ მომავალს უკეტავს.

ამიტომ უმნიშვნელოვანესია, რომ ამ ნაწილში ისევ ჩვენი საზოგადოების გვერდით ვიდგეთ იმიტომ, რომ ერთ მხარეს არის საზოგადოება, ოპოზიცია, პრეზიდენტი, არასამთავრობო ორგანიზაციები, მეორე მხარეს კი „ქართული ოცნება“, ამ პროცესში ის მარტო დარჩება და დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერი იქნება იმის საფუძველი და ის დღე, როდესაც ის საკუთარი ამომრჩევლისგან მკაფიო პასუხს მიიღებს, რომელიც ევროპულ მომავალს აირჩევს“- განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ასევე ნახეთ

„შეუძლებელია უბრალოდ იმის მტკიცება, რომ გამჭვირვალობა არის ცუდი, სამართლებრივად არის არასწორი. ამის მტკიცება არის უბრალოდ შეუძლებელი.“

განცხადება სარჩელის შესახებ პლატფორმა „ერთიანობის“ ერთ-ერთი ლიდერმა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემაც გააკეთა.

მისი მოსაზრებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაუქმების სარჩელი დააკმაყოფილოს, თუმცა პროცედურას ოპოზიცია კონკრეტული მიზნიდან გამომდინარე მიმართავს.

ვაშაძის თქმით, სურთ, რომ პროცედურულად ყველაფერი გამზადებული იყოს იმისთვის, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ხალხის გამარჯვებასთან ერთად, ე.წ. „რუსული კანონის“ გაუქმება მყისიერად მოხდეს.

როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა აღნიშნა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს ეწინააღმდეგება.

„ახლა ჩვენ ვართ ბათუმში. ჩვენს წინ არის შავი ზღვა. შავი ზღვის იქით არის ევროკავშირი, მე მინდა, რომ შავი ზღვის აქეთაც იყოს ევროკავშირი და „რუსულმა კანონმა“ სწორედ ეს შეაჩერა.

შავი ზღვის აქეთ უნდა გადმოსულიყო ევროკავშირი, მაგრამ სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ „რუსული კანონის“ მიღებით შეაჩერა ევროკავშირში ინტეგრაციის გზა. ეს არის უტყუარად დადასტურებული ფაქტი.

შესაბამისად, ის, რომ საქართველოს კონსტიტუცია დაირღვა, არის უტყუარად დადასტურებული ფაქტი. ამიტომ ვართ სრულად ოპოზიცია ერთიანი, ამიტომ შეგვაქვს სარჩელი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ფორმალური შესაძლებლობა მაინც მივცეთ იმის, რომ უტყუარად დადასტურებული ფაქტი, რომ „რუსულმა კანონმა“ შეაჩერა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, გააუქმოს“. – განაცხადა ვაშაძემ.

გამოყენებულია რადიო „თავისუფლებისა“ და „ინტერპრესნიუსის“ ფოტოები

magti 5g