LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ერთ მომენტში უკან გავიხედე, არ მეგონა თუ იქ მარტო ვიდექი.. ჩემთვის არ იყო საშიში, ცოტა გავერთე კიდევაც..” – ვინ არის წყლის ჭავლზე მოხტუნავე გოგო წითელი შარვლით?

389
მუმლაძე და დათო სააკაშვილი (3)

ვინ არის 8 მარტის ღამეს რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმის მიერ გაშვებულ წყლის ჭავლზე მოხტუნავე გოგო წითელი შარვლით – რადიო “თავისუფლებამ” მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

ის 16 წლის სალომე კენჭიაშვილია, ტაეკვანდოში საქართველოს ორგზის ჩემპიონი. სალომე იმ ღამეს ბევრს, მათ შორის, პოლიციელებსაც ბიჭი ეგონათ, მისი დაკავება ორჯერ სცადეს.

“აქციაზე რომ მოვდიოდი, ვიცოდი, რომ რისკები არსებობდა, შეიძლებოდა დავშავებულიყავი. არ ველოდებოდი ამდენ კვამლს თუ გადავყლაპავდი. არ მეგონა, რომ სულ წინ ვიდგებოდი. ერთ მომენტში უკან გავიხედე, არ მეგონა თუ იქ მარტო ვიდექი.

უეჭველი ვიცოდი, რომ წყალს შემომასხამდნენ, თუმცა ვფიქრობდი, რომ ვერ წამაქცევდნენ, მყარად ვიდექი. დღემდე დალურჯებული მაქვს ფეხი. ეს ჩემთვის მარტივი იყო, არ იყო საშიში.. ცოტა გავერთე კიდევაც..

სახლში წამოსვლისას ჩემ ძმას დავურეკე, უყურე კადრებსთქო? მასაც სხვა ვეგონე, თავიდან ყველას ბიჭი ვეგონე.

პოლიციამ, რომ დამაკავა ვეუბნებოდი არასრულწლოვანი ვარ მეთქი, მაგარი “ეკიდათ”, თუმცა გაიგეს გოგო ვარ, მითხრეს მერე აქ რას “მოეთრიეო”. 55 წლამდე კაცი იქნებოდა.. ვკითხე, რა თქვი მეთქი? აქ რატომ მოხვედიო, მერე შეასწორა”, – იხსენებს სალომე.

magti 5g