საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ერთა თასის ახალი სეზონი გამარჯვებით გახსნა. ტალინში, ესტონეთის ნაკრებს დავუპირისპირდით და მინიმალური ანგარიშით მოვუგეთ. გამარჯვების ერთადერთი გოლი ნიკა კაჭარავამ 32-ე წუთზე გაიტანა.
მეორე ტურის შეხვედრას ქართველი ფეხბურთელები 8 სექტემბერს თბილისში ჩაატარებენ, ჩრდილოეთ მაკედონიასთან.
უეფას გადაწყვეტილებით, სექტემბრის სანაკრებო თამაშები კორონავირუსის პანდემიის გამო მაყურებლების გარეშე იმართება.
შეხვედრის ამსახველ ფოტოებს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.
https://www.facebook.com/GeorgiaGFF/posts/4318760108195173