ბათუმში, ევროპის მოედანზე ვასო აბაშიძის სახელობის „ახალი თეატრის“ საპროტესტო მანიფესტი მიმდინარეობს.
აქციებზე დაკავებულთა მშობლებს და იქ შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა „ახალი თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით დოიაშვილმა.
„ბათუმში ჩამოვედით, რომ გავიგოთ თქვენი ხმა, გავიგოთ ის ტკივილები, რაც თქვენ გაქვთ. მთავარია, დავინახოთ და მოვუსმინოთ ერთმანეთს. ერთად უფრო ადვილად გადავცურავთ ზღვას”, – განაცხადა ბათუმში ახალი თეატრის მანიფესტზე სიტყვით გამოსვლისას დავით დოიაშვილი.
ცნობისთვის, საპროტესტო მანიფესტი რეგიონებში აჭარიდან დაიწყო და რეგიონებში გაგრძელდება.
ხვალ, „ახალი თეატრი“ საპროტესტო მანიფესტს სამეგრელოში გამართავს.