LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთადერთი ცისფერი Porsche 918 იყიდება

104

აუქციონის სახლმა RM Sotheby’s გასაყიდად მეორადი Porsche 918 Spyder გაიტანა, რომლის ფერიც Arrow Blue გახლავთ. ლოტის აღწერაში მითითებულია, რომ მოდელის ყველა ეკზემპლარს შორის ის ერთადერთია, რომელიც ცისფერ ფერშია გადაწყვეტილი.

პირველმა მფლობელმა ავტომობილი Weissach Package-ის ნაკრებით შეუკვეთა, რომელიც მასას 41 კილოგრამით ამცირებდა. ოფცია კარბონის სახურავის, სარკეების, საქარე მინის ჩარჩოებისა და აეროდინამიკური ფრთების დამონტაჟებას ითვალისწინებდა.

გარდა ამისა, ასეთ 918 Spyder-ს ნაკლები ხმის იზოლაცია, მაგნიუმის დისკები, ტიტანის დეტალები და უფრო მსუბუქი სამუხრუჭე მექანიზმები აქვს. სუპერქარი აღჭურვილია სინათლის გამაძლიერებლით და გასაღები ძარის ფერშია შეღებილი. ავტომობილის გარბენი 11 000 კილომეტრია.

Porsche 918 Spyder დაკომპლექტებულია 887 ცხენის ძალიანი ჰიბრიდული 4,6 ლიტრის მოცულობის ძრავით. Weissach Package-ის ვერსიით ჰიბრიდს პირველი ასი კილომეტრის განვითარება 2,6 წამში შეუძლია. სულ ასეთი 918 ეკზემპლარი გამოვიდა. ავტომობილების წარმოება 2015 წელს შეწყდა. ევროპაში ფასი 768 000 ევროდან იქყებოდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები