LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ერთადერთი თხოვნა მაქვს ირმა ინაშვილთან” – გიგი უგულავა “პატრიოტთა ალიანსს” მიმართავს

234
BeFunky-collage (5)

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის ირმა ინაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის აღნიშნავს, რომ ოპოზიციის წინადადებებიდან ერთ-ერთს ხელისუფლებასთან გარიგების ფორმულად აღიქვამს.

„ერთადერთი თხოვნა მაქვს ირმა ინაშვილთან და მთლიანად „პატრიოტთა ალიანსთან“ თვითონ ნუ შევლენ პარლამენტში და დანარჩენი რაც გინდა ის ილაპარაკონ“ – აცხადებს უგულავა.

მისივე თქმით, ფასილიტატორი ელჩების თხოვნით, ოპოზიცია ვერ გაასაჯაროვებს იმ წინადადებებს, რომელიც გუშინ ოპოზიციის წევრებმა ელჩებთან წერილობითი ფორმით წარადგინეს.

„როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ფასილიტატორი ელჩების თხოვნაა, რომ არ გასაჯაროვდეს რამდენიმე დღე ის წინადადებები, რომლებიც გუშინ ჩვენ წერილობით წარვადგინეთ, ამიტომ ამ თხოვნას ვასრულებთ. ბუნებრივია, ეს ეხება რამდენიმე დღეს, დიდი ხანი ვერ გაიწელება. ჩვენ სპეციალურად წარვადგინეთ ჩვენი წინადადებები, იმიტომ რომ ვითხოვთ ანალოგიურ წერილობით პასუხს „ქართული ოცნებისგან“ არა ბრიფინგებით და კომენტარებით. წინადადებები არსებითად ეფუძნება იმ სულისკვეთებას, რასაც პოლიტიკური ოპოზიცია ვახმოვანებდით ამ ხნის განმავლობაში. დოკუმენტი, რომელიც გუშინ წარვადგინეთ საგზაო რუკაა, თუ როგორ უნდა განიმუხტოს ის პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც ბიძინა ივანიშვილმა შეგვიყვანა“,- განაცხადა უგულავამ.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დღეს ლეიბორისტული პარტიის ოფისში კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ და გუშინ, ფასილიტატორ ელჩებთან შეხვედრის შედეგებზე იმსჯელეს.

როგორც ცნობილია, მათ აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებს წარუდგინეს წერილობითი დოკუმენტი, სადაც დაზუსტებულია მათი მოთხოვნები და შეთავაზებები.

მთავარი მოთხოვნა — რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, კვლავ ძალაშია. არსებობს ინფორმაცია, რომ ოპოზიციის შეთავაზებებს შორის არის პლებისციტიც ხელახალი არჩევნების შესახებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g