LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთგულება და პატიოსნება ზედმეტად ძვირფასი საჩუქრებია და არ ღირს მათი ლოდინი იაფფასიანი ადამიანებისგან“ – ვუდი ალენის ცნობილი გამონათქვამები

3288
FORTUNA. GE

ჰოლივუდის ყველაზე „გესლიანი“ რეჟისორის რეპუტაციით ცნობილ ვუდი ალენს კომიკოსის ნიჭი ჯერ კიდევ ბავშვობაში აღმოაჩნდა, როცა ჯიბის ფულის საშოვნელად ნიუ-იორკის რამდენიმე გამოცემითვის წერდა ხუმრობებს.

ცნობილი ადამიანების ციტატები

fortuna.ge გთავაზობთ ვუდი ალენის ცნობილ ფრაზებს:

ერთგულება და პატიოსნება ზედმეტად ძვირფასი საჩუქრებია და არ ღირს მათი ლოდინი „იაფფასიანი“ ადამიანებისგან.

მართალია, არ მეშინია სიკვდილის, მაგრამ ძალიან არ მინდა დავესწრო საკუთარ პანაშვიდს!

სექსი სიყვარულის გარეშე მხოლოდ ფუჭი გამოცდილებაა, მაგრამ ყველა ფუჭ გამოცდილებას შორის, სექსი ყველაზე სასიამოვნოა.

არ მჯერა სამყაროში შეყვარებული, მუდამ მომღიმარი ოპტიმისტების. მე ყოველთვის პესიმისტი ვიყავი, ჩემს სამყაროში კი, მხოლოდ უბადრუკი ან საძაგელი ადამიანები ცხოვრობდნენ.

არავინ თქვას, რომ სიღარიბე ადამიანს აკეთილშობილებს და სხვის მიმართ თანაგრძნობას ასწავლის, სინამდვილეში სიღარიბე ადამიანის ყველა ნეგატიურ თვისებას ააშკარავებს.

მოწიფულობის მანიშნებელი არა ასაკი, არამედ უნარია არ დაიბნე, როცა ქუჩაში მხოლოდ საცვლების ამარა აღმოჩნდები.

ადამიანები ორ კატეგორიად – წესიერ და უწესო ადამიანებად იყოფიან. წესიერებს მშვიდად სძინავთ ღამით, უწესოები კი, კარგად ატარებენ დროს, სანამ წესიერებს სძინავთ.

ბედნიერების მოპოვების ერთადერთი შანსი – მუდმივი უბედურების შეყვარებაა.

თავისუფლად შეიძლება 100 წელი ცხოვრება, თუ ყველაფერ იტყვი უარს, რისთვისაც 100 წელი გინდა იცხოვრო.

თუ ადამიანის გაცნობა გინდა, არ მოუსმინო სხვის ჭორაობას, მოუსმინე თვითონ რას ამბობს სხვაზე.

მარადისობა ყოველთვის მოსაბეზრებელია და განსაკუთრებით ფინალში.

სექსსა და სიყვარულს შორის მხოლოდ ერთი განსხვავებაა, სექსი უხერხულობას აქრობს, სიყვარული კი, პირიქით – უხერხულობის გრძნობას ბადებს.

დეპრესიულ ადამიანებს უსაქმურებს ეძახიან, არადა, დეპრესიაში ყოფნა უკვე რაღაცის კეთებაა.

ქორწინებაა მაშინ კი არაა წარმატებული, როცა იდეალურ პარტნიორს პოულობ, არამედ, როცა თვითონ ხარ იდეალური პარტნიორი.

წარმატების 80 პროცენტს უნარი განსაზღვრავს – საჭირო დროს აღმოჩნდე საჭირო ადგილას.

 

mazda magti 5g