LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთგვარი ცივი შხაპი გადაასხა პრემიერის ვიზიტმა უზენაესი სასამართლოს არაკეთილმოსურნეებს” – მოსამართლე გვრიტიშვილი

165
დიმიტრი_გვრიტიშვილი ვბვბნ (1)

ერთგვარი ცივი შხაპი გადაასხა პრემიერის ვიზიტმა უზენაეს სასამართლოში სასამართლოს არაკეთილმოსურნეებს, – აღნიშნულის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა „იმედის” ეთერში განაცხადა.

„დღეს ნამდვილად შეიძლება თამამად ითქვას, რომ ერთგვარი ცივი შხაპი გადაასხა პრემიერის ვიზიტმა უზენაეს სასამართლოში სასამართლოს არაკეთილმოსურნეებს. ანუ ის გათვლა რაც იყო ამ უპრეცედენტო და აბსოლუტურად დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებაში, რომლითაც მოქმედი მოსამართლეები კორუფციის უმძიმესი ბრალდებით დასანქცირდნენ, გათვლა იყო ის, რომ ერთი მხრივ თვითონ სასამართლო კორპუსისადმი იყო გზავნილი და მიზნად ისახავდა დაშანტაჟებას თითოეული მოსამართლის დაშანტაჟებას და მეორე – გზავნილი იყო ხელისუფლებისადმი, რომ გაემიჯნეთ. პრეზიდენტის ბრიფინგი იყო ამის ცალსახა ლუსტრაცია.

პრეზიდენტმა ასეთი პოზიცია არჩია ვთქვათ, ჩვენს “ევროპულ მომავალს” ეს ოთხი ადამიანი შევწიროთო. რაც შეეხება მთავრობას და მის მეთაურს, დღევანდელმა მისმა ვიზიტმა და მისმა გამოხატულმა პოზიციამ სავსებით დაგვარწმუნა იმაში, რომ სასამართლო ხელისუფლება დღეს არ არის მარტო ამ უპრეცედენტო შეტევის პირობებში და რომ საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას, მისი ხელმძღვანელის სახითაც უკავია აბსოლუტურად ჯანსაღი პოზიცია უკავია, რაც უნდა ეკავოს სახელმწიფოს პირველი თანამდებობის პირს, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე”, – აცხადებს დიმიტრი გვრიტიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები