ალერგოლოგი ქეთევან ომიაძე საზოგადოებას ვაქცინაციაში ჩართვისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით ყველაფერს აქვს საზღვარი და დღევანდელმა ციფრებმა ეს საზღვარი დაარღვია. ომიაძე წერს, რომ იგი შიშობდა და ფრთხილობდა, რადგან ციფრები დათვლადი და პროგნოზირებადი იყო, მომდევნო დღეების პროგნოზი კი კიდევ უფრო მძიმეა.
ვშიშობდი და ვფრთხილობდი იმიტომ, რომ დათვლადი და პროგნოზირებადი იყო ეს ციფრები და ამ პროგნოზს ასე პასუხობდნენ “ნუ დაგვზაფრეთ”. გეტყვით, რომ მომდევნო დღეების პროგნოზი კიდევ უფრო მძიმეა.
“ერთი ადამიანის უფლება არ აიცრას მთავრდება იქ, სადაც მეორე ადამიანის სიცოცხლის უფლებას ექმნება საფრთხე.”
“ადამიანის სიცოცხლეზე ღირებული არაფერი არსებობს დედამიწაზე და ეს არის ყველა რელიგიის, ყველანაირი მორალის მთავარი არსი” – წერს ალერგოლოგი.
“მზად ვართ, დაგეხმაროთ. ერთი აცრილი ადამიანი რამდენიმე გადარჩენილ სიცოცხლეს უდრის”
“დასვით კითხვები, ჩვენ გიპასუხებთ, რჩევა, დახმარება გჭირდებათ? აქ ვართ და მზად ვართ, დაგეხმაროთ. ერთი აცრილი ადამიანი რამდენიმე გადარჩენილ სიცოცხლეს უდრის, გაიაზრეთ, აიცერით და გადაარჩინეთ სიცოცხლე ოღონდ იჩქარეთ, დრო არ ითმენს,”- წერს წერს ქეთევან ომიაძე.