ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4091 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა.
ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა. კერძოდ, დღეიდან ერთი ევროს შეძენა 2.6278 ლარად იქნება შესაძლებელი.