რუსთავი-წითელი ხიდის საავტომობილო გზაზე, სოფელ ქესალოს მიმდებარე ტერიტორიასთან მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი სატვირთო მანქანა შეეჯახა, რომელთაგან ერთ-ერთს საწვავი გადაჰქონდა. მომხდარის შედეგად დაიღუპა ერთ-ერთი სატვირთოს მძღოლი, მეორე კი, დაშავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.