LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთი ღერი თმაც რომ ჩამოვარდეთ ბიჭებს, სახეს გაგაძრობთ – დიღმელაშვილი აცხადებს, რომ ქუთაისში, ხიდზე ბანერების გადმოფენისთვის „სირცხვილიას“ 2 აქტივისტი დააკავეს

75
შოთა დიღმელაშვილი

„სირცხვილიას“ ერთ-ერთი ლიდერი შოთა დიღმელაშვილი Facebook-ზე წერს, რომ ქუთაისში, ხიდზე ბანერების გადმოფენისათვის „სირცხვილიას“ ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი მიშიკო მუმლაძე და აქტივისტი იმედა ონიანი დააკავეს.

მისივე განმარტებით, დაკავებულებს ოჯახი და ახლობლები ეძებდნენ, რამდენიმე საათში კი გაარკვიეს, რომ ისინი სამტრედიაში წაუყვანიათ. დიღმელაშვილის განცხადებით, დაკავებულებთან დაკავშირებას ვერც მათი ადვოკატები ვერ ახერხებდნენ.

მოგვიანებით, დიღმელაშვილმა განახლებული ინფორმაციაც გაავრცელა, სადაც წერს, რომ „დაკავებულებთან ადვოკატების შესვლა მოხერხდა, თუმცა მათ ვერ გაარკვიეს დაკავების მიზეზი, რადგან აქტივისტებს საარჩევნო თემატიკის ბანერებს ხიდზე გადმოფენის უფლება ჰქონდათ“.

„ქუთაისში ხიდზე ბანერების გადმოფენისთვის დააკავეს – თუმცა როგორც თვითმხილველები იძახიან, უფრო გატაცება ერქვა მაგას – სირცხვილიას ქუთაისის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი მიშიკო მუმლაძე და აქტივისტი იმედა ონიანი.

ოჯახი და ახლობლები რამდენიმე საათი ეძებდნენ და ბოლოს გაირკვა, რომ სამტრედიაში წაუყვანიათ, მაგრამ ადვოკატებიც კი ვერ ახერხებენ დაკავშირებას.

ვისაც ეს პირდაპირ და თუნდაც ირიბად ეხება: ბოლომდე ჩავყვებით ამ ამბავს და ერთი ღერი თმაც რომ ჩამოვარდეთ ბიჭებს თავიდან, ერთი ათად გაზღვევინებთ, გპირდებით. სახეს გაგაძრობთ, ცხოვრებას ქაოსად გიქცევთ.

Update: მოხერხდა ადვოკატის შესვლა. როგორც ჩანს სამტრედიაში მედიისგან მოსარიდებლად წაიყვანეს. საარჩევნო თემატიკის ბანერებს გადმოფენას ამზადებდნენ, რისი უფლებაც, ბუნებრივია, ჰქონდათ. დაკავების მიზეზი გაუგებარია, ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ და ალბათ ტრადიციულად “წინააღმდეგობის” შეკერვას შეეცდებიან“, – წერს დიღმელაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g