LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთი ხელით ბუდუ მიმყავდა ფეხით ვარჯიშზე და მეორე ხელში შეშა მეჭირა.. მიუხედავად 90-იანი წლების საშინელი პირობებისა, ერთი ვარჯიშიც არ გაგვიცდენია.. ამდენს თუ მიაღწევდა, მართლა არ მეგონა“ – ბუდუ ზივზივაძის დედა

3634
ბუდუ ზივზივაძე

ეროვნული ნაკრების ისტორიული გამარჯვების ერთ-ერთი გამორჩეული გმირის, ფეხბურთელ ბუდუ ზივზივაძის დედამ, რუსუდან გეგეშიძემ გადაცემაში „პრაიმშოუ“ ბუდუს ბავშვობის წლებზე ისაუბრა.

„ბავშვობიდან ვეუბნებოდი, რომ თუკი შენ ფეხბურთი პროფესიულ გზად აირჩიე, შენს უკან დგას ქვეყანათქო, აბა შენ იცი – სულ ამას ვეუბნებოდი.

ის 120 წუთი ჩემთვის 120 საუკუნე იყო.. მადლობა ბუდუს და ბიჭებს, ყველას.

ბავშვობაში წყნარი იყო, ახლაც წყნარი და მშვიდია, ცეკვა გამოძახილია იმისი, რაც გააკეთა..

ცეკვაზე დადიოდა ცოტა ხანი..

ძალიან პატარა იყო ჭადრაკზე შევიყვანე და საკმაოდ კარგი შედეგი ჰქონდა..

ერთი ხელით ბუდუ მიმყავდა ფეხით ვარჯიშზე და მეორე ხელში შეშა მეჭირა. მიუხედავად 90-იანი წლების საშინელი პირობებისა, ერთი ვარჯიშიც არ გაგვიცდენია..

ეს იყო მისი ოცნება, სიყვარული, რაშიც ხელი შევუწყვე და არ მეგონა, ამდენს თუ მიაღწევდა“

„ბუდუ-კაცი სამყაროსხელა გულით“, „საამაყო ქართველი“, „ულამაზესი ოჯახი გყავს“ – ბუდუ ზივზივაძე ცოლ-შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებს

ბუდუ ზივზივაძე გერმანიაში სტუმრების მიღებაზე: „არა, შეთავაზებას არ ვნანობ.. მართლა გულით ვთქვი და ვამბობ – ვინც ვერ შეძლებს, სასტუმროს დაჯავშნას, შეუძლიათ ჩემთან დარჩნენ“

„როგორი კარგი ბუდუ გაზარდა და როგორ ეტყობა ბუდუსაც, ასეთი დედის აღზრდილი რომ არის“

„როგორი თავმდაბალი დედაც ჰყავს, თავადაც ისეთი ადამიანია ბუდუ“

„საუკეთესო დედის გაზრდილი ბუდუ“

„ასეთი კარგი დედის შვილი, სხვანაირი ვერ იქნება!“, – წერს კომენტარებში.

✨ ბუდუ ზივზივაძის დედა, რუსუდან გეგეშიძე #პრაიმშოუში

🇬🇪⚽ ერთი ხელით ბუდუ მიმყავდა ფეხით ვარჯიშზე და მეორე ხელში შეშა მეჭირა. მიუხედავად 90-იანი წლების საშინელი პირობებისა, ერთი ვარჯიშიც არ გაგვიცდენია ✨ ბუდუ ზივზივაძის დედა, რუსუდან გეგეშიძე #პრაიმშოუში

Posted by TV Imedi on ოთხშაბათი, 10 აპრილი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები