LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთი კი დანამდვილებით ვიცი, იქით ის ადამიანები გელოდებიან ვისაც შენ ყველაზე მეტად უყვარხარ!“ – ნატალია ქუთათელაძე ბავშვობის მეგობარს, მარიკუნა მიქატაძეს ემოციური სიტყვებით ემშვიდობება

2758
fot (1)

გია ფერაძის შვილს, მარიკუნა მიქატაძეს მეგობრები ემშვიდობებიან.

სევდიან სტატუსს აქვეყნებს სოციალურ ქსელში ნატალია ქუთათელაძე და ბავშვობის მეგობარს ემოციურ ტექსტს უძღვნის.

„ჩემი ბავშვობა, ჩემი ყველაზე მკაფიო მოგონებები,რომელიც დაკავშირებულია ყველაფერთან რაც მაშინ ჩემთვის აკრძალული იყო ან დაუშვებელი ან უბრალოდ ასაკთან შეუფერებელი, დილამდე გაუჩერებელი სიცილი, საფრთხის შეგრძნება, თან ამ დროს ინტერესი, რისკიანობა, წვერში გატარებული ზაფხულები.

ამავე დროს მარიკა და ჯუნა, სიყვარულის მორევი, ზრუნვა, მოფერება, სიმღერა, ჯუნას ჯუჯღუნი,ღამე დარჩენის გამო გაცდენილი სკოლა,მერე უცებ ჩვენი დასჯა, მარიკას ულამაზესი ხელები, ცისიას წვალება,გაუთავებელი ცეკვა, მუსიკა აღრიალებული ყველგან, მუდმივად შეყვარებული ბიჭები, მერე ჩხუბი, ყვირილი, მერე ისევ სიცილი, სიგიჟე, ბრაზი, მერე ისევ სიცილი, ჩახუტება … აი ეს ყველა სიტყვა და ემოცია უკავშირდება ჩემს მოგონებებს მარიკუნასთან.

დიდხანს მეგონა ალბათ იგონებს რაღაცას და გვაგიჟებსთქო.

თან გიბრაზდები და თან გული მისკდება!!!

ერთი კი დანამდვილებით ვიცი, იქით ის ადამიანები გელოდებიან ვისაც შენ ყველაზე მეტად უყვარხარ!“- წერს ნატალია ქუთათელაძე.

 

გია ფერაძის შვილი, მარიკუნა მიქატაძე გარდაიცვალა

„ჩემი ბავშვობა… დიდი სიყვარული“.. – სოფო ნიჟარაძე მარიკუნა მიქატაძეს ემოციურად ემშვიდობება

„არც კი ვიცი, სიცოცხლეში ვინ გაიარა ამხელა ჯოჯოხეთი და ვინ დარჩა ისეთ ადამიანად, როგორიც მარიკუნა იყო“ – რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი გია ფერაძის შვილის გარდაცვალებაზე

„ერთად გატარებულ ბავშვობის მოგონებებს კიდევ უფრო მეტად მოვუფრთხილები“.. „ჩემი ბრჭყვიალა, სიყვარული მარიკუნა“ – მარიკუნა მიქატაძეს მეგობრები ემშვიდობებიან

„მარიკუნა ჩემი მსესხებელი იყო ბანკში.. მაშინ 19 წლის ვიქნებოდი“ – რას წერს გურამ შეროზია გია ფერაძის შვილზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g