საქართველოს გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, სავარაუდოდ, მილიონ-მილიონ ლარს მოითხოვს.
ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში არაოფიციალურად გახდა ცნობილი.
პროკურატურამ ხაზარაძისა და ჯაფარიძის საქმეზე სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართა
რა სახის აღკვეთის ღონისძიებას ითხოვს პროკურატურა ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ.
ხაზარაძისა და ჯაფარიძის აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოშო სხდომა დღეს, 16:00 საათზეა ჩანიშნული.
მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს წარედგინათ ბრალი ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.