მომღერალი და ამერიკული The Voice-ის მონაწილე ნინი ბრეგვაძე „პირველ არხთან“ პროექტში მონაწილეობაზე და განვლილ გზაზე საუბრობს.
ნინის თქმით ასეთ მასშტაბურ პროექტში მონაწილეობა მისთვის ბევრს ნიშნავს, თუმცა უფრო მნიშვნელოვანია თუ რა იქნება პროექტის შემდეგ.
„ბრმა კასტინგთან შედარებით, შემდეგ ეტაპზე „ნოკაუტზე“ უფრო ვინერვიულე, რადგან ვმღეროდი ჩემი საყვარელი ჯგუფის Radiohead-ის სიმღერას, Karma Police-სს.
„ვოისი“ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, მაგრამ ჩემთვის ის უფრო მნიშვნელოვანია რა ხდება „ვოისის“ შემდეგ.
ჩემი ოცნებაა, რომ ამ პროექტის შემდეგაც მოვიდეს ხალხი ჩემთან და არა მხოლოდ პროექტში, ამიტომ მერე უფრო მნიშვნელოვანია რა მოხდება ჩემს ცხოვრებაში.
ვოცნებობდი ამერიკაში ჩამოსვლაზე, თუმცა ერთი პერიოდი ვფიქრობდი, უკან ხომ არ დავბრუნდე მეთქი, რადგან აქ ძალიან რთული იყო, თუმცა ზედმეტად ამაყი ვიყავი იმისთვის, რომ დავბრუნებულიყავი და მეტი საქმე არ მქონდა, ხალხს ეთქვა: იქ ვერაფერი ვერ ქნა და უკან ჩამოვიდაო.
20 წლის ნინის ვეტყოდი: კარგი გოგო ხარ რომ უკან არ წახვედი..
23-24 წლის ასაკში ძალიან გავტყდი, სუსტი ადამიანი არასდროს არ ვყოფილვარ, მაგრამ რომ გგონია ძლიერი ხარ, იმაზე კიდევ უფრო ძლიერი უნდა იყო ამ ქვეყანაში არაფრიდან რაღაცას რომ მიაღწიო..
აქ რთულია ყველაფერი, მაგრამ ყოველთვის გიფასდება,“- ამბობს ნინი.