მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დირექტორის, ერთი შეხედვით უწყინარი ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებებს ყველა შიშით ელის.
მას შემდეგ, რაც მსოფლი ჯანდაცვის ორგანიზაციამ 11 მარტს კორონავირუსის გამო პანდემია გამოაცხადა, მისგან დადებითი და დამაიმედებელი პროგნოზი არ მოგვისმენია.
გთავაზობთ, გებრეისუსის პანდემიის დროს გაჟღერებულ პროგნოზებს, რომელმაც მსოფლიო კიდევ უფრო შეაშინა:
„კორონავირუსის სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაცილებით დიდია, ვიდრე სეზონური გრიპის“
„პანდემია აჩქარდა, ვირუსს უნდა შევუტიოთ“
„დაგვიჯერეთ, უარესი ჯერ კიდევ წინ არის“
„სტრესის და შიშის ნაკვალევი, შესაძლოა, ჩვენს შორის წლობით დარჩეს“
„აფრიკის კონტინენტზე კორონავირუსს ერთ წელიწადში შესაძლოა, 190 000-მდე ადამიანი ემსხვერპლოს“.
„კარანტინის რეჟიმიდან გამოსვლასთან ერთად უკიდურესი სიფხიზლე უნდა გამოვიჩინოთ”
„კორონავირუსი ღორის გრიპზე ათჯერ უფრო მომაკვდინებელი ინფექციაა“
„ევროპის კონტინენტზე კორონავირუსით გარდაცვლილთა თითქმის ნახევარი მოხუცთა თავშესაფრებიდან იყო“
„პირბადეების გადაჭარბებული და არასწორი მოხმარება უსარგებლოა“
„ასაკს მნიშვნელობა აღარ აქვს“
რაღა თქმა უნდა იყო, ამ დროის განმავლობაში იმედისმომცემი განცხადებებიც გამოერია.
მაგალითად ის, რომ კორონავირუსი ბავშვებს არ ერჩის და რომ მალე ვაქცინა მზად იქნება, მაგრამ ნეგატიური იმდენად ბევრი იყო და კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ისე სწრაფად იზრდებოდა, რომ დადებით პროგნოზს ვეღარავინ იჯერებდა.