LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთი თვის წინ ტაშ-ფანდური ქონდათ…ამერიკაში გამგზავრებამდე ბერლინში მარტო ის გვკითხეს “ჩინეთში ხომ არ ყოფილხართ ბოლო ორი კვირაო” – გოგი გვახარია

1956
a89258b

პუბლიცისტი გოგი გვახარია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. როგორც ის აღნიშნავს, დასავლეთმა ვერ განსაზღვრა წინ რა ელოდა:

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“ამ დასავლეთის ექსპერტებმა საიდან იციან როდის დაიწყება კლება? ტყუილად რატომ გვაიმედებენ?
ამხელა ქვეყნებმა, ამხელა უსაფრთხოებით, მეცნიერებით, ალგორითმებით, და რაც მთავარია, მუდმივი აპლომბით, ის ვერ განსაზღვრეს წინასწარ რა ელოდა მათ მოსახლეობას და ახლა ლაპარაკობენ პიკებზე და კლებებზე? ერთი თვის წინ ტაშ-ფანდური ქონდათ… ერთ თვეზე ცოტა მეტი გავიდა, ამერიკაში გამგზავრებამდე ბერლინში მარტო ის გვკითხეს “ჩინეთში ხომ არ ყოფილხართ ბოლო ორი კვირაო”, ჩინურ რესტორნებს ბოიკოტს უცხადებდნენ. და ახლა ჩინეთის ინფორმაციებს იჯერებენ, რადგან სხვა გზა არა აქვთ? რაღაც კარგის ხომ უნდა გჯეროდეს?

მგონი მერკელის მსგავსი გონიერი ლიდერი დღეს არ ჰყავს პლანეტას. ერთი თვის წინ ბრძანა, გერმანიის მოსახლეობის 70 პროცენტი კორონავირუსით დაავადდებაო. რა ამბავი ატყდა, გახსოვთ? ეს რამ ათქმევინაო. არავის უნდა სიმართლე. ყველა მოითხოვს ტყუილს და წვინტლებს,”-წერს გოგი გვახარია სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g