LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთი უნცია ოქროს ფასი 2914 დოლარი გახდა

109
ოქრო

მორიგი რეკორდი მსოფლიო ბირჟაზე – ერთი უნცია ოქროს ღირებულებამ 2914 დოლარს მიაღწია, რაც ერთთვიან ჭრილში 9.29%-იანი ზრდაა, წლიურად კი აღნიშნული ძვირფასი ლითონი თითქმის 44%-ით გაძვირდა.

ოქროს ფასის მატება, უპირველესად, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სატარიფო პოლიტიკას უკავშირდება, ასევე, ჰამასსა და ისრაელს შორის კონფლიქტის კვლავ დაძაბვას.

გარდა გეოპოლიტიკური რისკებისა, ოქროს ფასის ზრდას ხელს უწყობს აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის (FED) მიერ საპროცენტო განაკვეთის შემცირების მოლოდინები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g