LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთი წლის მანძილზე დეკანოზთან ვერ ვახერხებთ შესვლას: გიორგი მამალაძის ადვოკატი

81
დეკანოზი გიორგი მამალაძე

გიორგი მამალაძის ადვოკატის ინფორმაციით, ციხეში დეკანოზის სანახავად შესვლის საშუალება უფლებადამცველებს არ ეძლევათ. ამის შესახებ ინფორმაციას დეკანოზ მამალაძის ადვოკატი, გიორგი ფანცულაია “ფორტუნასთან” საუბარში ადასტურებს.

“ბოლო წლის განმავლობაში 10-ჯერ გვქონდა თითო ადვოკატს მცდელობა დეკანოზის მონახულების. დიდი ბრძოლის შედეგად ორჯერ მოვიპოვეთ მონახულების საშუალება. დღესაც არ გვიშვებენ.”

გიორგი ფანცულაია განმარტავს, რომ პატიმართან შესვლის პრობლემა მხოლოდ მამალაძესთან იქმნება. როგორც უფლებადამცველი აცხადებს, ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ მოახერხა მამალაძის მონახულება, ვინაიდან პენიტენციურ დაწესებულებაში მისვლისას მას ეუბნებიან, რომ შეხვედრისთვის ადგილი თავისუფალი არ არის.

“ადგილი არ არის. – ეს არის ოფიციალური მიზეზი, რის გამოც არ გვიშვებენ პატიმართან, თუმცა ცხადია, რომ ეს არის ხელოვნური, მიზანმიმართული ხელის შეშლა” აცხადებს გიორგი ფანცულაია “ფორტუნასთან” საუბარში.

ცნობისთვის, გიორგი მამალაძე თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის სასამართლომ შურისძიების მოტივით ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g