LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთი წლის წინ ალბათ წარმოუდგენელი იყო, რომ ასე ვინმე დაგხვედროდა კორპუსში და შენი ნახვა ნდომებოდა“ – ბუდუ ზივზივაძე

324
ნინის დახმარება სჭირდება (3)

„ერთი წლის წინ ალბათ წარმოუდგენელი იყო, რომ ასე ვინმე დაგხვედროდა კორპუსში და შენი ნახვა ნდომებოდა“, – ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ბუდუ ზივზივაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სიტუაცია შეიცვალა და ეს ძალიან ამაღელვებელია.

„ერთი წლის წინ ალბათ წარმოუდგენელი იყო, რომ ასე ვინმე დაგხვედროდა კორპუსში და შენი ნახვა ნდომებოდა. ახლა უკვე შეიცვალა სიტუაცია, რაც ძალიან სასიხარულოა. ძალიან ამაღელვებელია და კარგი იქნება [მსვლელობა], რადგან ნაკრები იმიტომ ჩამოვედით, რომ გულშემატკივარს მადლობა გადავუხადოთ და პატივი ვცეთ, ვინც საქართველოდან გვგულშემატკივრობდა. ფეხბურთელებისთვისაც და გულშემატკივრებისათვისაც კარგი ჟესტი იქნება, რომ ერთმანეთს შევხვდებით თავისუფლების მოედანზე. ძალიან დიდი მხარდაჭერა იგრძნობოდა როგორც გერმანიაში, ისე საქართველოდან ძალიან დიდი მადლობა. იამაყონ ნაკრებით, რადგან მართლაც საამაყო ნაკრებია და ჰქონდეთ ჩვენი იმედი“, – აღნიშნა ზივზივაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები