LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთი წლის წინ, როცა სტატუსის მინიჭებაზე უარი გვითხრეს, საქართველო დაიჩაგრა – ამგვარი ქმედებები იწვევს გაღიზიანებას ხალხში და ჩემი თხოვნა იქნება, ეს დამოკიდებულება შეიცვალოს“ – კახა კალაძე

140
კახა კალაძე

„მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი“ – ეს არ არის უბრალო სიტყვები. ყველა იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი სამშობლო, ამ სიტყვების შინაარსი მნიშვნელოვანია; თავისი თვითშეგნებით, ღირებულებებით, საქართველო იყო და არის ევროპული ცივილიზაციის ნაწილი“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გახსნით ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კალაძემ გაიხსენა ერთი წლის წინ არსებული მდგომარეობა, როდესაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მისცეს და განაცხადა, რომ ამგვარი დამოკიდებულება და ქმედებები იწვევს გაღიზიანებას ქართველ ხალხში. მისი თქმით, აქვს თხოვნა [პარტნიორებისადმი], რომ ეს დამოკიდებულება შეიცვალოს.

„ევროკავშირისკენ შემდეგი ნაბიჯის შესაძლებლობა არსებობს სწორედ ახლა, არ გაუშვათ ის ხელიდან, დრო იწურება – დარჩით ევროკავშირის გზაზე!“ – პაველ ჰერჩინსკი

„მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ვარ ევროპელი” – ეს არ არის უბრალო სიტყვები. ყველა იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი სამშობლო, ამ სიტყვების შინაარსი მნიშვნელოვანია. თავისი თვითშეგნებით, ღირებულებებით, საქართველო იყო და არის ევროპული ცივილიზაციის ნაწილი. ამ ევროინტეგრაციის გზაზე ბევრი წინაღობა გვხვდება, თუმცა მიუხედავად ამისა, ღირსეულად ვაგრძელებთ გზას ევროპისკენ და ჩვენ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რაც შეიძლება მალე გავხდეთ იმ ოჯახის წვერები, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია.

ელჩმა ბრძანა, თქვენ გვერდით ვართ ამ გზაზეო, რისთვისაც მადლობას ვუხდი. დიდი სურვილი მაქვს, იყოს მხარდაჭერა. მახსოვს ერთი წლის წინ აქ ვიყავით შეკრებილები და იყო მდგომარეობა, როცა ქვეყანას არ მისცეს კანდიდატის სტატუსი. ამას არ ჰქონდა ახსნა, რატომ. ყველა იმ ქვეყანაზე გაცილებით წინ ვიყავით, ვისაც სტატუსი მიანიჭეს და საქართველო დაიჩაგრა. ამგვარი დამოკიდებულება და ქმედებები იწვევს გაღიზიანებას ქართველ ხალხში და ჩემი თხოვნა იქნება, ეს დამოკიდებულება შეიცვალოს. მზად ვართ თანამშრომლობისთვის, მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის. არაერთხელ გამოცდილა საქართველო. ვართ ღირსი პარტნიორები, ვართ გუნდი, რომელმაც კონსტიტუციაში ჩაწერა ქვეყნის ევროპული მომავალი და გადადგა კონკრეტული ნაბიჯები ევროინტეგრაციის გზაზე. თუ რამე წარმატებას მიაღწია ჩვენმა ქვეყანამ, უკავშირდება 2012 წლის შემდგომ პერიოდს. მინდა მოსახლეობას მივმართო – ევროინტეგრაციის პროცესს გაუძღვება გუნდი, რომელსაც „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ ჰქვია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები