LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთხელ ძალიან ლამაზი და ჭკვიანი გოგოს გასაცნობად მივედი პაემანზე…ის გოგო გაოგნდა” – გიორგი კალანდია სახალისო ისტორიას იხსენებს

460
BeFunky-collage - 2023-04-13T001736.904

ისტორიკოსი და ხელოვნების სასახლის გენერალური დირექტორი გიორგი კალანდია ჟურნალ „თბილისელებთან” ინტერვიუში პაემანზე გადახდენილ სახალისო ისტორიას იხსენებს.

„ერთხელ ძალიან ლამაზი და ჭკვიანი გოგოს გასაცნობად მივედი პაემანზე. ეს პაემანი სრულიად შემთხვევით დაინიშნა. მე ძალიან იშვიათად შეიძლება, გამოვიყვანო სახლიდან ძაღლი და მაინცდამაინც იმ დღეს მყავდა წამოყვანილი. სხვა გზა არ მქონდა, პაემანზე ძაღლით მივედი. ის გოგო გაოგნდა, გამოვიდა, რომ ძაღლს ვასეირნებდით, მაგრამ რა მექნა (იცინის)”, – საუბრობს გიორგი კალანდია.

ისტორიკოსი ასევე აღნიშნავს, რა არის მისი ყველაზე დიდი მარცხი და ყველაზე დიდი წარმატება.

„ჩემი ყველაზე დიდი მარცხი, ალბათ, მაინც ის არის, რომ ოჯახი არ მაქვს. ამ ასაკამდე ისე მოვედი, რომ პირადი ცხოვრებისთვის ვერ მოვიცალე, არ მყავს შვილები და ვერ ვიტყვი, რომ ეს წარმატებაა. ყველაზე დიდი წარმატება არის ხელოვნების სასახლე, მე ასე მგონია.

ის რამდენიმე წლის წინ ჩავიბარე ისეთ ორგანიზაციად, რომელიც უბრალოდ, ინგრეოდა და თითქოს არანაირი პერსპექტივა არ ჰქონდა, მაგრამ მეგობრებთან ერთად ის საქართველოში ერთ–ერთ ყველაზე წარმატებულ სივრცედ ვაქციეთ. სადაც იტყვიან ხელოვნების სასახლეს, იქ ყოველთვის ახსენდებათ გიორგი კალანდია – ვფიქრობ, ეს ჩემი ცხოვრების განუყრელი ნაწილია”, – ამბობს გიორგი კალანდია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები