ერთმა ქართველმა პოლონელს ქურთუკი მოპარა, მეორემ სიგარეტს გაუკიდა, მესამე ღვედს არ იკეთებდა – ეს ყველაფერი კი ბორტზე, ერთ რეისზე მოხდა.
სოციალურ ქსელში, მოგზაურებისთვის შექმნილ სპეციალურ ჯგუფში „მოგზაურთა კლუბი“ ფეისბუქ-მომხმარებელი ლევან მაისურაძე პოსტს აქვეყნებს, სადაც იმ ვითარებას აღწერს, რომელიც გუშინ ვარშავა-ქუთაისის რეისზე მოხდა.
„დღეს ვარშავა-ქუთაისის რეისზე რა მოხდა გინდათ გითხრათ ? ქართველმა პოლონელს ქურთუკი მოპარა და ბორტგამცილებელმა ამოუღო ჩანთიდან. მერე დავხვდათ პოლიცია ტრაპთან და წააცუნცულეს. მეორემ ბორტზე დაიწყო სიგარეტის გაკიდება, მესამე – ღვედს არ იკეთებდა და იქ უნდა ყოფილიყავით. God save America“, – წერს ლევან მაისურაძე.
მის ამ პოსტს სოც.ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. კომენტარების სახით მაისურაძის პოსტზე ქართველი მოგზაურები შემდეგი შინაარსის ტექსტებს წერენ:
-
დრო არ დაკარგა და თვითმფრინავიდანვე შეუდგა საქმეს;
-
მერე გვიკვირს ერთ ქვაბში რო ვიხარშებით, ვინც ნორმალურია ისინიც;
-
ისიც გამიგია,თუ როგორ “ასუფთავებენ” ქართველი ბიჭები კოსმეტიკის ვიტრინებს;
-
რა ხალხია პირდაპირ სამარცხვინო;
-
სულ ეგრე როგორ ხდება!