“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრი მურმან დუმბაძე აცხადებს, რომ პროტესტი უნდა იყოს პერმანენტული, მუდმივი, უწყვეტი და უფრო მობილიზებული.
დუმბაძემ ამის შესახებ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ იქამდე უნდა მივიდნენ, რომ საერთო, დიდ წერტილში დიდმა რაოდენობამ ერთად მოიყაროს თავი:
“ბუნებრივია, მე ვერ ვიტყოდი, რომ აქამდე რაც აქტიურობა იყო, წყალში გადაყრილია. არა, პირიქით, ყველა ნაბიჯი საერთოობით დიდ შეკრებას წინ უსწრებს და შეჯამებაში მიიღებს მონაწილეობას.
ერთობით იწყება ორობაი, ასე არის ზოსიმედან მოყოლებული, ერთი, ორი, ამას რომ შევკრებთ, გახდება სამი. პერმანენტული უნდა იყოს, მუდმივი, უწყვეტი, აქტიური, უფრო მობილიზებული და მეტად ორგანიზებული უნდა იყოს.
მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა მივიდეთ იქითკენ, რომ საერთო დიდ წერტილში ერთად მოვიყაროთ თავი ძალიან ბევრმა რაოდენობამ. ჩვენ მეტნი ვართ, მეტნი. 2016 წლიდან მოყოლებული მეტნი ვართ.” – თქვა დუმბაძემ.