LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთპარტიულმა პარლამენტმა, ფაქტობრივად, ძველი მინისტრთა კაბინეტი დაამტკიცა

88
pa

ერთპარტიული პარლამენტის გადაწყვეტილება და თითქმის უცვლელი მინისტრთა კაბინეტი – გიორგი გახარიას მიერ წარდგენილმა კანდიდატურებმა 85 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღეს, 85-ვე “ქართული ოცნების” წევრია.

ახალი მინისტრთა კაბინეტი ასეთია:

  • განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო – მიხეილ ჩხენკელი;
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო – ლევან დავითაშვილი;
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – ნათია თურნავა;
  • თავდაცვის სამინისტრო – ირაკლი ღარიბაშვილი;
  • იუსტიციის სამინისტრო – გოჩა ლორთქიფანიძე;
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – ეკატერინე ტიკარაძე;
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – მაია ცქიტიშვილი;
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო – დავით ზალკალიანი;
  • ფინანსთა სამინისტრო – ივანე მაჭავარიანი;
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო – ვახტანგ გომელაური;
  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – თეა ახვლედიანი.

დღევანდელ სხდომას ოპოზიციის 60 დეპუტატიდან არავინ ესწრებოდა. მათმა დიდმა ნაწილმა მანდატებზე უარის თქმის მოთხოვნით პარლამენტს უკვე მიმართა. ზღვარგადალახული 8-ვე ოპოზიციური პარტია მიიჩნევს, რომ მათ მმართველმა პარტიამ არჩევნები გაუყალბა. ამაზე დღეს პრემიერმა გახარიამ თქვა, რომ სხვა სცენარისთვის მოემზადებიან. “იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია შემოვა პარლამენტში. თუ შემოვა, რა თქმა უნდა, ეს იქნება ქვეყნის განვითარებისთვის, სახელმწიფოს გაძლიერებისა და ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციისთვის გადადგმული პასუხისმგებლიანი ნაბიჯი, თუ არ შემოვა, ამ სცენარისთვისაც მოვემზადებით”, – თქვა პრემიერმინისტრი გიორგი გახარია მთავრობის დამტკიცების შემდეგ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები