დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ კითხვაზე, აპირებს თუ არა პოლიტიკაში წასვლას, უპასუხა, რომ ერთი და იგივე მდინარეში სამჯერ არ შედიან.
„არ ვიცი, რამდენად იცით ჩემი ბიოგრაფია. მე ვიყავი პოლიტიკაში, მაგრამ ახლა ვაპირებ გზა ახალგაზრდებს დავუთმო. ასაკს არ ვმალავ, 69 წლის ვარ და ეს პერიოდი განვლილი გზაა. პოლიტიკიდან წამოსვლის შემდეგ, 2012 წელს მქონდა პოლიტიკაში კვლავ მისვლის შემოთავაზება, მაგრამ ძალიან კარგად ვარ, სადაც ვარ, ერთსა და იმავე მდინარეში სამჯერ არ შედიან“, – განცხადა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.
შეგახსენებთ, ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამირან გამყრელიძეს „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში ვიხილავდით.
