ბრედ პიტი ეკრანებზე ბრუნდება. თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ „ოსკაროსანი“ მსახიობი დევიდ ლიტჩის ახალ ფილმში ითამაშებს. „ჩქარი მატარებელი“, ასე ერქმევა ახალ მძაფრსიუჟეტიან ჟანრის ფილმს, რომელიც კოტარო ისაკის ნაწარმოების მიხედვით იქნება გადაღებული.
ბრედ პიტი ახალ ფილმში დაქირავებული მკვლელის როლს შეასრულებს. სიუჟეტის მიხედვით, რამდენიმე ადამიანი ერთ მატარებელში აღმოჩნდება და მათ აქვთ დავალება, დახოცონ ერთმანეთი. აქამდე ლიტჩი და ბრედ პიტი ერთად მუშაობდნენ ფილმზე „დედპული-2“. ახალი ფილმის გადაღებები შემოდგომაზე დაიწყება.


