LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთწლიანი პირობითი მისცეს“ – ადვოკატის თქმით, ბაჩალიაშვილის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის დაკავებული ყოფილი გამომძიებელი გაათავისუფლეს

256
Untitled design (22)

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით,  გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულმა ყოფილმა გამომძიებელმა, სერგო შუბითიძემ საპატიმრო დატოვა.

მან მისთვის წარდგენილი ბრალდება აღიარა.

შუბითიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით მიუსაჯა, რაც პირობითად ჩაეთვალა. მას ასევე გამოსაცდელი ვადა ამავე ოდენობით განესაზღვრა.

„ეს მუხლი ნაკლებად მძიმე იყო და ერთწლიანი პირობითი მისცეს, ამავე რაოდენობის გამოსაცდელი ვადით,“ – განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ ყოფილი გამომძიებლის ადვოკატმა.

ცნობისთვის, სერგო შუბითიძე 25 ივნისს ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დააკავეს.

მან ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯეროდა. შუბითიძის განმარტებითვე, ამ საქმესთან დაკავშირებით ბევრი საეჭვო გარემოება იყო.

პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

პროკურატურამ ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე დააკავა

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს – „ვნახოთ, რამდენი ადამიანი დაგვიდგებით გვერდით“

„ღამე ცუდად მძინავს და მისი სახე დღემდე თვალწინ მიდგას…არ მინდა ეს ტვირთი მარტო მე ვატარო” – რას ჰყვება ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი 

„ამ აღიარებით მან ფიზიკურად გადაირჩინა თავი, რადგან ახლა უკვე ვეღარ მოკლავენ“ – თეონა თამაზაშვილი ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილ გამომძიებელზე

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი: მაქვს მოლოდინი, რომ სერგო შუბითიძეს დააკავებენ

 

 

ფოტო: IPN
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g