LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს ალგორითმული აფიორაა, აქ მსოფლიო მმართველობაზეა საუბარი, ხდება როლების გადანაწილება“- ლალი მოროშკინა

56
lalimoroshkinanews20

„ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ ონლაინ სტუმარია ლალი მოროშკინა. სტუმარმმა გიგა ბატკუაშვილის საავტორო რუბრიკაში მსოფლიოში შექმნილი ვითარება შეაფასა და თავის წიგნზე „სამი დღე ვაქცინამდე“ ისაუბრა.

ლალი, როგორია შენი განწყობა, გვესაუბრე შენს წიგნზე და იმ მოვლენებზე, რაც ახლა მსოფლიოში ხდება…

მე ვფიქრობ, რომ ისეთი განსაკუთრებელი არც არაფერი ხდება, რომ ხასიათი გაგვიფუჭდეს. მართალია, ხანდახან თავი ბლოკბასტერში  მგონია, მაგრამ ჩვენ, ჰომოსაპიენსები ვართ და ამ ყველაფერს უნდა გავუძლოთ. კორონავირუსი  მდგრადი ფსიქიკის ადამინებს ვერ ერევა.

ეს ალგორითმული აფიორაა, ყველა დაავადება მიაწერეს კორონას. ვირუსი ისეთ ადამიანებს აღმოუჩნდათ, რომლებსაც მსოფლიო კარგად იცნობს, ამ დროს კი მათ არაფერი სჭირთ.

რაც ჩემს წიგნს შეეხება, გადავდე პრეზენტაცია, თუმცა, ძალან ბევრმა წიგნის ელექტრონული ვერსია წაიკითხა. კიდევ 2 ნაწილიც გველოდება წინ, ეს ტრიოლოგიაა, წიგნი ძალიან რთული და მძიმეა. ის მოვლენები რაც იქ წერია, უკვე ახლა ხდება, ამიტომაა ყოველივე ეს ალგორითმული მაფია.

ანალიტიკური აზროვნება გამაჩნია, ჩემი წიგნი, „სამი დღე ვაქცინამდე“ სწორედ ამას ეძღვნება. წიგნში ახსნილია, თუ რა ხდება ახლა მსოფლიოში, როგორ იყოფენ მსოფლიოს მმართველები დედამიწას.

მე მაქვს ისეთი ფაქტები, რომლებიც გვაჩვენებს, რომ ეს აფიორაა, აქ მსოფლიო მმართველობაზეა საუბარი, ხდება როლების გადანაწილება. ვისაც ნერვები უმტყუნებს, ის შემდეგ ტურში ვერ გადავა.

მარტო ერთ თვეში 27 ათასი ქალი მშობიარობით იღუპება, 700 ათასი ბავშვი კი ონკოლოგიური დაავადებებით, წარმოიდგინეთ, რომ ასე, ყოველ დღე ვაცხადოთ, აქ ის გარდაიცვალა, იქ ის გარდაიცვალაო.

ჩვენ მადლობლები უნდა ვიყოთ, რომ ჩვენი ქვეყანა არავის აინტერესებს და ამიტომაც მიმდინარეობს ეს ყველაფერი ჩვენთან ასე მდორედ.

ჩვენთან გრიპის „სექენდ ჰენდ“ ვერსია შემოვიდა. ჩემი აზრით, საქართველოში პოსტრამვული პერიოდი იქნება ძალიან რთული.

ტელევიზიით კუბოებს აჩვენებენ და ადამიენებს აშინებენ, გონიერმა ხალხმა დაიწყო მოთხოვნა, აბა გვიჩვენეთ, სად არიან ეს გარდაცვლილი ადამიანებიო, ამიტომაც ამბობენ, რომ კუბოს გახსნა არ შეიძლება.

ჩემთვის დღესავით ნათელია ის რაც ხდება, ვნახოთ ვინ ვის მოუგებს, მაგრამ ძალიან რთულია მასონებზე გამარჯვება.

დედამიწის რესტარტი მიდის, ქვეყნები რუსეთისა და ამერიკის ბანაკებად დაიყოფა. პრეზიდენტ ტრამპს კი ცუდი რამ ელოდება, მეშინია კენედის ბედი არ გაიზიაროს.

და ბოლოსს…

გეტყვით, რომ ცხოვრება არ მთავრდება, ეს უბრალოდ როლების გადანაწილებაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები