ვინ დაიწყო ომი – რუსეთმა თუ უკრაინამ – ამ შეკითხვაზე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრი თორნიკე რიჟვაძე ჟურნალისტს პასუხობს, რომ დარგის ექსპერტებს მიმართოს.
“ტვ პირველის” ჟურნალისტის მიერ განმეორებით დასმულ შეკითხვაზე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ უკრაინელებს ომის მალე დასრულებას უსურვებს:
“ეს უნდა ჰკითხოთ ამ დარგის ექსპერტებს… მე ვუსურვებ უკრაინელებს ამ ომის ძალიან მალე დასრულება”, – თქვა რიჟვაძემ.
მესამედ გამეორებულ შეკითხვაზე კი განაცხადა: “საერთაშორისო სასამართლოს მიმართეთ”.
ბათუმის პორტში რუსული სატვირთო გემი შემოვიდა – რა განმარტებას აკეთებს თორნიკე რიჟვაძე
საუბრის ვიდეო TV პირველის ჟურნალისტმა გაავრცელა.