LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს ამორალური, უპასუხისმგებლო და მოღალატეობრივი პოზიციაა… უშუალოდ ბრალდებულებიც დაკავებულები იყვნენ იმის გაცხადებით, რომ გარეჯი საქართველო არ არის: სარჯველაძე

88
FORTUNA.GE-

“ეს არის სრულიად ამორალური, უპასუხისმგებლო და მოღალატეობრივი პოზიცია. მოტივაცია, რომ საქმეს პოლიტიკური ელფერი მიეცეს, შეიძლება ჰქონდეს ბრალდებულებსაც და იმ პოლიტიკურ ჯგუფებსაც, რომლის პირობებშიც შეიძლება საქართველოს პოზიციის საწინააღმდეგოდ ცალკეული გადაწყვეტილებების მიღებას ჰქონოდა ადგილი.” – ე.წ კარტოგრაფების საქმეს, მიღებულ გადაწყვეტილებასა და სხვადასხვა ჯგუფის მიერ გაკეთებულ შეფასებებს გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე.

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობიდან 20-20 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ

მიხეილ სარჯველაძის თქმით, როგორც ოპოზიციური ძალები, ასევე ბრალდებულებიც, დაკავებულები იყვნენ იმის გაცხადებით, რომ გარეჯი საქართველო არ არის, ხოლო მეორე მხარე სრულიად საწინააღმდეგოს ცდილობს, რომ ხსნან და დაასაბუთონ მტკიცებულებებით:

“როგორც ჩანს, მართლაც ძალიან დიდია მონდომება პირადად ამ ადამიანების მხრიდან და მისი ან მისგან მხარდაჭერილი პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან, რომ ვითარებას მაქსიმალურად მეტი პოლიტიკური ელფერი მიეცეს, რომ ინსინუაციების ან სპეკულაცების შედეგად ამ საქმეზე ჭეშმარიტება იყოს დაფარული საზოგადოებისთვის.

საკითხთან დაკავშირებით ყველაფერი მოვისმინეთ, გარდა იმისა რაც სინამდვილის გარკვევას უნდა ემსახურებოდეს, ბრალდების შინაარსთან დაკავშირებით არც ერთი დამაჯერებელი ახსნა არ მოგვისმენია და ოპოზიციური ძალები და უშუალოდ ბრალდებულებიც დაკავებულები იყვნენ იმის გაცხადებით, რომ გარეჯი საქართველო არ არის, სრულიად საწინააღმდეგოს ვცდილობთ, რომ ჩვენ ავხსნათ და დავასაბუთოთ მტკიცებულებებით, რომელზეც იყო საუბარი ერთი მხრივ და მეორე მხრივ ბრალდებაც ემაყრებოდა კონკრეტულ მტკიცებულებებს.

ერთი რამ ჩემთვის ცხადია და ეს არ უკავშირდება უშუალოდ სამართალწარმოებას და კონკრეტული პირის ბრალეულობას, ის რაც გამოძიების პროცესიდან გახდა ჩვენთვის ცნობილი ამ მონაკვეთთან დაკავშირებით, მათ შორის თვითონ ბრალდებულების განმარტება, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, მე ვფიქრობ, რომ მკაფიოდ არგუმენტირებულ საფუძველს იძლევა საქართველოსთვის, რომ ის მონაკვეთი, რომელზეც ვსაუბრობთ, ჩაითვალოს საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში შემავალ ტერიტორიად”. – აღნიშნა სარჯველაძემ.

კარტოგრაფების გამოშვება სასიხარულოა, მაგრამ მოლაპარაკებებთან მიმართებაში ეს არაფერს ცვლის: ხათუნა გოგორიშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები