ვიქტორია ბექჰემის ახალმა ლუქმა საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ცნობილი დიზაინერი მაშინ გადაიღეს, როდესაც ის საქმიან შეხვედრაზე მიემართებოდა. ბექჰემი თეთრი ფერის მაქმანებიან კაბაში იყო გამოწყობილი, რომელიც მან საკუთარი კოლექციიდან შეარჩია. თეთრი კაბა ქამრითა და წითელი შარფით 1450 ფუნტი სტერლინგი ღირს და მართლაც ძალიან ლამაზია.
ამის მიუხედავად ფანებში კაბამ, რომელიც ვიქტორიას შავ პირბადესთან ჰქონდა შეხამებული, სხვა ასოციაციები გამოიწვია. „ეს ანაბელია“ – წერდნენ გულშემატკივრები. ყველაზე მეტი კომენტარი სწორედ ამ თემაზე იყო. ვიქტორია ცნობილ საშინელებათა ფილმის პერსონაჟს, თოჯინა „ანაბელს“ შეადარეს.