გოგი ხოშტარიამ რუსეთიდან თანხების მიღების შესახებ განმარტება კვლავ გააკეთა და აღნიშნა, რომ ის რუსულ თანხებს კი არა სოლიკო ვირსალაძის თანხებს, უკვე 25 წელია იღებს.
გოგი ხოშტარიამ უპასუხა კითხვას, აპირებს თუ არა მიღებული თანხების გამოქვეყნებას.
“თავი სამართლებელი არ მაქვს, ბიძაჩემი სოლიკო ვირსალაძე, იყო დიდი სცენოგრაფი, ანუ თეატრალური მხატვარი და დამდგმელი, რომლის მონაწილეობით, სადაც ის დამდგმელი იყო, დაიდგა მრავალი წამყვანი სპექტაკლი, წამყვან თეატრებში.
როცა გარდაიცვალა, მე და მანანამ დავიწყეთ ჰონორარების მიღება. რა არის ამაში გასაკვირი, რატომ ატყდა ეს ამბავი. თუ (თანხების) გამოქვეყნება საჭიროა, ამისთვის საჭიროა სასამართლოს დადგენილება. რაც უნდა ის უქნიათ, კისერიც უტეხიათ. რა უნდა გამოვაქვეყნო, დარეკონ დიდ თეატრში და გაიგონ, დარეკონ პარიზში გრანდ ოპერაში. მე თავის მართლებას არ ვაპირებ, ეს ხდება დაახლოებით 25 წელიწადია. გამოვიდე ტელევიზორში და თავი ვიმართლო, ვერ გავიგე, რას ჰგავს ეს ყველაფერი, რა დაკითხვაა, რაშია საქმე, რა ზრდილობაა, რა კანონია. ეს არ არის რუსული თანხები, ეს არის სოლიკო ვირსალაძის, დიდი ქართველი მხატვრის თანხა და დავუტოვო რუსეთს, რომ ისევ ტანკი და იარაღი იყიდონ?!”, – განმარტავს კიდევ ერთხელ ხოშტარია გადაცემაში “თავისუფალი სივრცე”.
ელენე ხოშტარიას მამა: “ჩემი ქალიშვილი რატომ აგებს პასუხს იმაზე, მე რას ვიღებ?!”