LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმე მოცლილია და სოლარიუმში იმყოფება, დილიდან სამსახურში ვარ და ვმუშაობ: სარჯველაძე ოპოზიციის კრიტიკაზე

64
Untitled design (4)

“მინდა მოსახლეობა დავარწმუნო, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თითქოს აქ ვინმე მოცლილად არის და მართლა სოლარიუმში იმყოფება, დილიდან სამსახურში ვარ, დილიდან ვმუშაობ და შემიძლია გაჩვენოთ მიწერ-მოწერა.” – აცხადებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და უქმე დღეებში საპარლამენტო საქმიანობის შეჩერების თაობაზე ოპოზიციის კრიტიკას ეხმიანება.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მისთვის გაუგებარია, რა არის საპროტესტო და ფიქრობს, რომ ეს პოპულიზმის მორიგი ტალღაა:

“დილიდან ვარ სამსახურში, ჩვენი აპარატის თანამშრომლები არ იმყოფებიან, მაგრამ მათთან არაერთ საკითხზე მქონდა კომუნიკაცია დილიდან და რეალურად მუშაობა მიმდინარეობს, უბრალოდ დისტანციურ რეჟიმში, რომელიც სამწუხაროდ, მთელი მსოფლიოსთვის გახდა სამუშაოს დამახასიათებელი.

რა არის ამაში საპროტესტო, ჩემთვის გაუგებარია. ვფიქრობ, უბრალო პოპულიზმია, ამით აჩვენებენ ხალხს, რომ თითქოს ვინმე არ მუშაობს, ეს პოპულიზმის მორიგი ტალღაა. მინდა მოსახლეობა დავარწმუნო, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თითქოს აქ ვინმე მოცლილად არის და მართლა სოლარიუმში იმყოფება, დილიდან სამსახურში ვარ, დილიდან ვმუშაობ და შემიძლია გაჩვენოთ მიწერ – მოწერა, რომელიც სხვადასხვა საკითხების და კანონპროექტების ირგვლივ მაქვს გაჩაღებული.” – განაცხადა სარჯველაძემ.

დღეს პარლამენტის თავმჯდომარე ვნახე და მგონია, რომ ვმუშაობ: მეგრელიშვილი

გასული 6 თვე ოპოზიციისთვის სულ უქმე დღეები იყო, 2-ჯერ შემოვლენ პარლამენტში და მათთვის ისევ უქმე დღეები დაიწყება – ოპოზიციას სიზარმაცეში მმართველი გუნდიც ადანაშაულებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g