LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს არჩევნები სანდრას აქვს მოგებული – მიხეილ სააკაშვილი

238
1803Saakashvili

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს. „ფეისბუქ“ მიმართვაში, სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ოპოზიციას ყველა რაიონში პრაქტიკულად მოგებული აქვს არჩევნები.სააკაშვილი აღნიშნავს, რომ არც სანდრა რულოვსი და არც ის თავად არ შეეგუება გაყალბებას.

„ეს არჩევნები სანდრას აქვს მოგებული. ისევე როგორც მე ვიცნობ საარჩევნო ვითარებას ხულოში, ზესტაფონში, მთაწმინდაზე, მარნეულში და ყველგან მთავრობას აქვს წაგებული.

ეს არ არის შარშანდელი ნოემბერი. ჩვენ ამას არ გავატარებთ. მე, მიხეილ სააკაშვილი ამას არ გავატარებ. თუ ამ არჩევნებს, ის რაღაც მექანიზმებით ან გააყალბებს ან მოიპარავს, მაშინ ჩვენ უნდა გამოვაცხადოთ საყოველთაო მობილიზაცია საქართველოს მასშტაბით, რადგან ეს ნიშნავს, რომ არჩევნების ინსტიტუტი საქართველოში გაუქმებულია“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ არანაირი გამოკითხვა და კვლევა არაა საჭირო იმის გასაგებად, რომ ხალხი გაბრაზებული და გამწარებულია.

„ოპოზიციას პრაქტიკულად ყველა რაიონში აქვს აბსოლუტური უპირატესობა. ყველა გამოკითხვა ამაზე მეტყველებს, ხალხის განწყობა ამაზე მეტყველებს. რა გამოკითხვა გჭირდებათ, იმისთვის, რომ გაიგოთ – ხალხი არის გაბრაზებული, ხალხი არის გამწარებული და ასობით ათასი ადამიანი ტოვებს საქართველოს. ზუგდიდში სანდრას აქვს წარმოუდგენელი უპირატესობა და როგორ შეიძლება, რომ არ ჰქონდეს? ერთის მხრივ არის მსოფლიოში ცნობილი, ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა, რომელსაც სიგიჟემდე უყვარს სამეგრელო, ზუგდიდი, საქართველო და მეორეს მხრივ არის მძარცველი ივანიშვილი, რომელსაც ეზიზღება საქართველო და რომელმაც დააყენა მორიგი გოდორი ერთ-ერთ კანდიდატად“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g