LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს არის 100 პროცენტით სიცრუე, რატომ დავაყენებთ საქართველოს რისკის წინაშე?“ – აშშ-ის ელჩი „მეორე ფრონტზე“ 

120
keli-degnani_w_h

ისევ ვიტყვი, როგორც უკვე ბევრჯერ მითქვამს, რომ ეს არის 100 პროცენტით სიცრუე, აბსოლუტური ტყუილი, – ასე უპასუხა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა შეკითხვას, აღიქვამენ თუ არა თავდასხმად მმართველი პარტიის განცხადებებს, რომ აშშ-ს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურს.

კელი დეგნანი: აშშ-ს არ სურს და ჩვენს ინტერესში არ შედის ომი გავრცელდეს საქართველოზე.. არასდროს გვისაუბრია საქართველოსთან ან სხვა ქვეყანასთან „მეორე ფრონტის“ გახსნაზე

როგორც ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა, არ არსებობს მიზეზი, რატომ უნდა სურდეს შეერთებულ შტატებს საქართველოს საფრთხეში ჩაგდება. მისივე თქმით, ძალიან სამწუხაროა, როდესაც ამ „შეთქმულების თეორიებს“, ზოგჯერ მმართველი პარტიის წევრებიც იმეორებენ.

„ჩვენ 30 წელია ვცდილობთ დაგეხმაროთ, გავაძლიეროთ თქვენი შესაძლებლობა, დაიცვათ საკუთარი საზღვრები, ვცდილობთ, რომ გავაუმჯობესოთ თქვენი უსაფრთხოება და დაცულობა საქართველოს თავდაცვის ძალებთან მუშაობის გზით, სანაპირო დაცვასა და სასაზღვრო პოლიციასთან მუშაობის გზით.

რატომ დავაყენებთ საქართველოს რისკის წინაშე? ჩვენ ძალიან სენსიტიურები ვართ იმ პოზიციის მიმართ, რომელშიც საქართველო იმყოფება, როცა თქვენი ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია ისეთი აგრესორისგან, როგორიც რუსეთია.

ძალიან შემაშფოთებელი და სამწუხაროა, როდესაც გვესმის ეს სიცრუე, ეს შეთქმულების თეორიები, რომელსაც ზოგჯერ მმართველი პარტიის წევრებიც იმეორებენ. ეს ძალიან შემაშფოთებელია, მათ იციან, რომ ეს არის 100 პროცენტით ტყუილი“, – განაცხადა ელჩმა.

პრეზიდენტი: მეორე ფრონტის იდეას კატეგორიულად უნდა დავუპირისპირდეთ, ეს დეზინფორმაცია ძალიან დესტრუქციულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g