LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს არის ანტისანიტარიაც და დიდი სირცხვილიც.. ცხვარიჭამიაში და თიანეთში გზებზე გადავსებულია ნაგვის ურნები და მერე უკვე გზებიც – კოტე იანბელიძე

68
კოტე უწერა

„კრიატივის სკოლის“ დამფუძნებელი კოტე იანტბელიძე ცხვარიჭამიაში და თიანეთის გზებზე შექმნილ სიტუაციზე წერს.

„ეს არის ანტისანიტარიაც და დიდი სირცხვილიც. ცხვარიჭამიაში და თიანეთში გზებზე გადავსებულია ნაგვის ურნები და მერე უკვე გზებიც. რამდენჯერაც ვიყავი, ასეა, შუა კვირაშიც და შაბათ-კვირაც. რა გახდა ნაგვის დროულად გატანა?

დილით სახლებიდან რომ გამოვალთ, მერეც ჩვენი სახლია, მთელი საქართველო ჩვენი სახლია და სახლს, რომელიც უყვართ, ასე არ ექცევიან“.. – წერს კოტე იანტბელიძე სოციალურ ქსელში.

იანტბელიძის სტატუსის კომენტარებში წერენ, რომ ონის მუნიციპალიტეტსაც ბევრი საქმე აქვს და უწერასტან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნეს, სადაც ჩანს, როგორ იკვებება მსხვილფეხა პირუტყვი სამომხმარებლო ნარჩენებით.

 

აღნიშნულ ფოტოს  გამოეხმაურა ონის მუნიციპალიტეტი.

„გადამოწმებული ინფორმაციით ამჟამად კურორტ უწერასთან მსგავსი მდგომარეობა ნამდვილად არ არის. ყველა ურნა დაცლილია, ნარჩენები გატანილი“. – ვკითხულობთ კომენტარებში.

ონის მუნიციპალიტეტმა აღნიშნულ ადგილას ამ დროისთვის გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა:

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g